Понедельник, 17 Ноябрь
17°
Скорость ветра:
6 kph, S
Давление:
102.50 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
18°
17°
S
59 %
6 kph
102.50 kpa
8 km
| 14 Ноя | 15 Ноя | ||
| 1 USD | 2.7091 | 2.7085 | -0.02% |
| 1 EUR | 3.1461 | 3.1462 | 0.0% |
| 100 RUB | 3.3584 | 3.3432 | -0.45% |
16 ნოემბრის მონაცემებით, ჰაერი მყარი ნაწილაკებით მკვეთრად დაბინძურებულია როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და ახალციხეში.
პორტალ air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე ატმოსფერული ჰაერი სამივე ქალაქში "ძალიან ცუდია".
ირკვევა, რომ მტვრის უმცირესი ნაწილაკები აღნიშნული დასახლებული პუნქტების ზოგიერთ უბანში ზღვრულ ნორმას მნიშვნელოვნად სცდება. ასეთია აღმაშენებლის გამზირი თბილისში, მეგობრობისა და ბათუმის ქუჩები რუსთავში.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ორგანიზაცია "კაქტუსის" დამფუძნებელმა ცირა გვასალიამ განუცხადა, PM 2.5-ის კონცენტრაცია ჰაერში განსაკუთრებით საყურადღებოა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში, რუსთავსა და თბილისში 3-ჯერ და 4-ჯერაც კი აღემატება დასაშვებ ზღვრულ ნორმას.
"გუშინ თბილისის და რუსთავის 4 სადგურის მიხედვით, მყარი ნაწილაკები მკვეთრად აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. PM2.5 ორჯერ აჭარბებდა ნორმას თბილისში, რუსთავში კი სამჯერ, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით ამ ორს და მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ, PM10 არის უფრო მსხვილი ფრაქციის მქონე ნაწილაკი, PM2.5 კი უფრო პატარა ფრაქციის მქონე ნაწილაკია. PM2.5 უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან არის წვრილი და ფილტვებიდან სისხლში მარტივად გადადის. დიდი ხნის განმავლობაში თუ ისუნთქავს ამას ადამიანი, რა თქმა უნდა, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პორბლემები. თუმცა, მოკლევადიანშიც გამოიწვევს პრობლემებს იმათთვის, ვისაც აქვს ალერგია ან რესპირაციული პრობლემები. შესაძლებელია, მათ გაუმწვავოს ეს მდგომარეობა.
დღეის მონაცემები ოდნავ გაუმჯობესებულია, უფრო ნაკლებია კონცენტრაცია, თუმცა ისევ მძიმე რჩება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დღეს არის 4 სადგურის მიხედვით, ეს არის ახალციხე, თბილისში აღმაშენებლის გამზირი, რუსთავში მეგობრობისა და ბათუმის ქუჩებზე არსებული სადგურები. ყველაზე მძიმე სურათი გვაქვს რუსთავში და თითქმის სამჯერ აღემატება PM 2.5-ის კონცენტრაცია ჰაერში დასაშვებ ნორმას. ეს გრძელდება 6 ნოემბრიდან. ანუ 10 დღე გავიდა უკვე რაც ეს მდგომარეობაა", - აცხადებს ცირა გვასალია.
ინფორმაციისთვის, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, ერთ კუბურ მეტრ ატმოსფერულ ჰაერში, ერთ საათში, PM 2.5-ის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 25 მიკროგრამია. PM 2.5-ის მაჩვენებელი დღეს "ძალიან ცუდი ჰაერის" მქონე ქალაქებში სადგურების მიხედვით ასე გამოიყურება:
რუსთავი, მეგობრობის ქუჩა - 67.26 მკგ/მ3;რუსთავი, ბათუმის ქუჩა - 70.53 მკგ/მ3;თბილისი, აღმაშენებლის გამზირი - 50.64 მკგ/მ3;ახალციხე, ასპინძის ქუჩა - 53.42 მკგ/მ3.
თამარ გაჩეჩილაძე
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.