Четверг, 16 Июль
21°
Скорость ветра:
29 kph, NW
Давление:
101.30 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
22°
21°
NW
72 %
29 kph
101.30 kpa
16 km
| 16 Июл | 17 Июл | ||
| 1 USD | 2.6344 | 2.6333 | -0.04% |
| 1 EUR | 3.0072 | 3.0191 | 0.4% |
| 100 RUB | 3.3816 | 3.3776 | -0.12% |
ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.ავღანეთის "თალიბანის“ მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 20-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 320-ს აღწევს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ყველაზე დაზარალებული პროვინციების - ბალხისა და სამანგანის - შორეულ სოფლებში ჩადიან.
ბალხის პროვინციის პრესსპიკერის, ჰაჯი ზაიდის თქმით, მიწისძვრამ მაზარ-ე-შარიფის სალოცავის, ლურჯი მეჩეთის ნაწილი დააზიანა.
მეჩეთი ავღანეთის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და ითვლება და ის მე-15 საუკუნეშია აშენებული.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.