Среда, 12 Март
Скорость ветра:
15 kph, NW
Давление:
102.20 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
7°
3°
NW
65 %
15 kph
102.20 kpa
16 km
11 Мар | 12 Мар | ||
1 USD | 2.7766 | 2.7894 | 0.46% |
1 EUR | 3.0162 | 3.0396 | 0.78% |
100 RUB | 3.1561 | 3.2608 | 3.32% |
თავისი საკულტო ელფერის გამო მარსს დიდი ხანია წითელ პლანეტას უწოდებენ. ახლა, მეცნიერებმა შესაძლოა აღმოაჩინეს ამ გამორჩეული შეფერილობის პოტენციური წყარო:
მარსი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობა მაგემიტის (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.
ერთ დროს მარსზე ქანებში მყოფი რკინა რეაგირებდა წყალთან, რის შედეგადაც წარმოიქმნა რკინის ოქსიდი - მილიარდობით წლის განმავლობაში, რკინის ოქსიდი დაიშალა მტვრად და ქარების საშუალებით მთელ პლანეტაზე გაიფანტა.
პლანეტას წითელ შეფერილობას ჰემატიტი აძლევს - ჰემატიტი რკინის ოქსიდის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მინერალია რომელსაც რკინის ბზინვარება დაკრავს. მისი სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც თარგმანში სისხლს ნიშნავს. ძალიან ხშირად სახელის მსგავსების გამო ჰემატიტს ჰელიოტროპში ურევენ. ჰელიოტროპი კი ქალცედონი-კვარცის წარმომადგენელი მინერალია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რკინის ოქსიდთან.
მეცნიერებს აინტერესებთ მარსის მტვერში რკინის ოქსიდის ზუსტი შემადგენლობის გაგება - ეს მათ საშუალებას მისცემს გაიგონ, როგორი იყო გარემო და კლიმატი ძველ მარსზე.
ახალი ანალიზი მიუთითებს რკინის ოქსიდის სხვა ტიპზე, რომელიც შეიცავს წყალს, სახელად ფერიჰიდრიტს - ახალი კვლევების თანახმად, სწორედ ფერიჰიდრიტია მარსის სიწითლის მიზეზი.
"ეს ნაშრომი ცდილობს გაარკვიოს, რომელი კონკრეტული კრისტალური რკინის ოქსიდი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მარსის მტვრის წითელ კომპონენტზე"- ამბობენ მეცნიერები - "კვლევა არ იყო ორიენტირებული იმის დადგენაზე, თუ როდის წარმოიქმნა მინერალი. თუმცა, რადგან ფერიჰიდრიტი ფორმირდება გრილ წყალში, შესაძლებელია, რომ იგი შეიქმნა დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ.
ეს იყო მარსზე ინტენსიური ვულკანური აქტივობის დრო, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ყინულის დნობა და ურთიერთქმედება წყალსა და კლდეებს შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ფერიჰიდრიტს ფორმირებისთვის."
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.