Среда, 12 Март
Скорость ветра:
15 kph, NW
Давление:
102.20 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
7°
3°
NW
65 %
15 kph
102.20 kpa
16 km
11 Мар | 12 Мар | ||
1 USD | 2.7766 | 2.7894 | 0.46% |
1 EUR | 3.0162 | 3.0396 | 0.78% |
100 RUB | 3.1561 | 3.2608 | 3.32% |
გარემოს ეროვნული სააგენტო ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.
დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ საფრთხეს მაღალ დონეზე აფასებს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.