Пятница, 10 Январь
Скорость ветра:
6 kph, NNE
Давление:
102.80 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
1°
0°
NNE
86 %
6 kph
102.80 kpa
8 km
09 Янв | 10 Янв | ||
1 USD | 2.8395 | 2.8367 | -0.1% |
1 EUR | 2.9287 | 2.9232 | -0.19% |
100 RUB | 2.7146 | 2.7527 | 1.4% |
ცისარტყელა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ფერადი ფენომენია. თუმცა მისი ცაზე დაჭერა ადვილი ნამდვილად არ არის. ზოგადად, არსებობს კონკრეტული პირობები და დრო, რომლებიც ცისარტყელის ხილვის შანსს ბევრად ზრდის. მოდით, გავარკვიოთ, როდის და როგორ უნდა მოვემზადოთ მის დასანახად.
რა ქმნის ცისარტყელას?
ცისარტყელა წარმოიქმნება მაშინ, როცა მზის სხივები ჰაერში წყლის წვეთებს ხვდება. სხივები წყლის წვეთებში ირეკლება და საბოლოოდ სხვადასხვა ფერად იშლება.
ხელსაყრელი პირობები ცისარტყელის დასანახად
ცისარტყელა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მზე და წვიმა ერთდროულადაა. ამისთვის საჭიროა, რომ მზე იყოს დაბალ სიმაღლეზე, ჰორიზონტის მახლობლად (დილის ან საღამოს საათებში, წვიმა მოდიოდეს. ცისარტყელის დასანახად აუცილებელია, რომ მზე თქვენს ზურგს უკან იყოს.
ხელსაყრელი დრო ცისარტყელის დასანახად
მზე ცისარტყელის წარმოსაქმნელად ჰორიზონტიდან 42 გრადუსზე დაბლა უნდა იყოს. ეს ყველაზე ხშირად ხდება დილით ადრე ან საღამოს გვიან საათებში. შუადღისას, როცა მზე მაღლაა, ცისარტყელის გაჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.