Четверг, 09 Январь
Скорость ветра:
15 kph, WNW
Давление:
102.70 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
0°
-4°
WNW
86 %
15 kph
102.70 kpa
8 km
07 Янв | 09 Янв | ||
1 USD | 2.8185 | 2.8395 | 0.75% |
1 EUR | 2.9152 | 2.9287 | 0.46% |
100 RUB | 2.6105 | 2.7146 | 3.99% |
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რაც გულისხმობს თოვას, ქარბუქსა და შეზღუდულ ხილვადობას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.