Четверг, 26 Декабрь
Скорость ветра:
7 kph, SE
Давление:
102.50 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
3°
1°
SE
86 %
7 kph
102.50 kpa
16 km
26 Дек | 27 Дек | ||
1 USD | 2.8130 | 2.8021 | -0.39% |
1 EUR | 2.9241 | 2.9142 | -0.34% |
100 RUB | 2.8127 | 2.8162 | 0.12% |
შეიძლება ეს კვერცხის ფორმის სტრუქტურა იყოს ინდოელი ასტრონავტების მომავალი სახლი მთვარესა თუ მარსზე? - აღნიშნულ კითხვას Habitat-1 - შემოკლებით Hab-1 პასუხობს, რომელიც არის ინდოეთის კოსმოსური სააგენტო Isro-ს პირველი მისია. ის ასტრონავტებს ჰიმალაის მთებში, კოსმოსური პირობების სიმულაციაში აცხოვრებს და მომავალი, რეალური მისიებისთვის ამზადებს.
ინდოეთში, კერძოდ გუჯარათში დაფუძნებული კომპანია Aaka-ს კოსმოსურმა არქიტექტორმა კაჩა ჯალამ BBC-ს განუცხადა, რომ ეს სიმულაციები ხელს უწყობს პრობლემების იდენტიფიცირებას და გადაჭრას, რაც ასტრონავტებსა და აღჭურვილობას შეიძლება კოსმოსში შეექმნას.
რაც შეეხება კოსმოსურ სახლს, ის დამზადებულია სპეციალური მასალისგან, აქვს საწოლი, გასაშლელი უჯრა, პირველადი დახმარების ნაკრები, სამზარეულო და ტუალეტი. ასტრონავტმა სიმულაციაში, ამ კომპლექსში სამი კვირა იცხოვრა.
"Hab-1 შექმნილია იმ იდეით, რომ მთვარეზე ან მარსზე სივრცე ძალიან შეზღუდული იქნება. ასტრონავტს ასევე ექნებათ ძალიან ცოტა წყალი, ამიტომ ჩვენ დავაპროექტეთ მშრალი ტუალეტი. დავნერგეთ ნარჩენების სათანადო განთავსების სისტემა და უზრუნველყავით უსუნო გარემო", - თქვა კაჩა-ჯალამ.
აღნიშნული სიმულაცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, რომ ინდოეთი თავისი პირველი ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნისთვის ემზადება. მისია გეგმავს სამი ასტრონავტის განთავსებას დედამიწის დაბალ ორბიტაზე, 400 კმ სიმაღლეზე სამი დღის განმავლობაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მისია მომავალ წელს დაიწყება.
ინდოეთი ასევე გეგმავს 2035 წლისთვის თავისი პირველი კოსმოსური სადგურის შექმნას და 2040 წლისთვის მთვარეზე ადამიანის გაგზავნას. ლადაქის უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ სუბარტ შარმას განცხადებით, დასავლეთ ჰიმალაისა და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე მთიანი უდაბნო ლადაქი ექსპერიმენტისთვის სპეციალურად შეირჩა, რადგან “გეოგრაფიულად, მისი კლდოვანი, უნაყოფო რელიეფი და ნიადაგი მარსის ან მთვარის ზედაპირს ჰგავს".
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.