Четверг, 26 Декабрь
Скорость ветра:
6 kph, SSE
Давление:
102.47 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
3°
2°
SSE
90 %
6 kph
102.47 kpa
16 km
26 Дек | 27 Дек | ||
1 USD | 2.8130 | 2.8021 | -0.39% |
1 EUR | 2.9241 | 2.9142 | -0.34% |
100 RUB | 2.8127 | 2.8162 | 0.12% |
ციკლონმა “ჩიდომ“, რომელიც გასულ კვირას მოზამბიკს დაატყდა თავს, ბოლო მონაცემებით 94 ადამიანი იმსხვერპლა.
რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული ინსტიტუტის (INGD) ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 768 ადამიანი დაშავდა, გარკვეულწილად დაზარალდა 622 000-ზე მეტი ადამიანი.
სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას. დაზარალდა 110 ათასი მოსწავლე, მიწასთან გასწორდა სკოლები.
INGD-ს ინფორმაციით, დაზიანდა 52 სანიტარული დაწესებულება, რაც კიდევ უფრო ართულებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას. მდგომარეობა გამწვავებულია ისეთ ადგილებში, სადაც ციკლონამდეც შეზღუდული იყო სამედიცინო დაწესებულებებზე წვდომა.
ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად 1300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს.
თუმცა, ციკლონიდან ერთი კვირის შემდეგ ბევრ მაცხოვრებელს ჯერ კიდევ აკლია პირველადი მოხმარების ნივთები. დედაქალაქის წყალმომარაგება თანდათან უმჯობესდება.
ციკლონმა “ჩიდომ“ თავდაპირველად მაიოტის ტერიტორიას დაარტყა, შემდეგ კი მოზამბიკს, მალავს და ზიმბაბვეს გადაუარა. ქარის სიჩქარე 260 კმ/სთ-ს შეადგენდა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.