Пятница, 13 Ноябрь
15°
Скорость ветра:
20 kph, NW
Давление:
102.20 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
16°
15°
NW
44 %
20 kph
102.20 kpa
16 km
| 12 Ноя | 13 Ноя | ||
| 1 USD | 2.5933 | 2.5935 | 0.01% |
| 1 EUR | 2.8895 | 2.8793 | -0.35% |
| 100 RUB | 3.1299 | 3.1341 | 0.13% |
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კვლავ ძალაშია გუშინ დაწესებული შეზღუდვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თოვის და შეზღუდული ხილვადობის გამო, გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.