Тбилиси

Суббота, 05 Июль

17°

Последующие 24 часа

1 Часов
18°
2 Часов
18°
3 Часов
18°
4 Часов
18°
5 Часов
17°

Ветер и давление

Скорость ветра:

44 kph, NW

Давление:

101.50 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

19°

17°

NW

82 %

44 kph

101.50 kpa

16 km

Официальный курс
04 Июл 05 Июл
1 USD 2.7195 2.7191 -0.01%
1 EUR 3.2090 3.2020 -0.22%
100 RUB 3.4546 3.4463 -0.24%
როდის მოვა პირველი თოვლი თბილისში და როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავები, რომელიც პირველი დეკემბრიდან სავალდებულოა
როდის მოვა პირველი თოვლი თბილისში და როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავები, რომელიც პირველი დეკემბრიდან სავალდებულოა

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ტემპერატურა დაიკლებს და ღამით ყინვაა მოსალოდნელი.

აქვე მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით გადაადგილების შესახებ.

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,

მათივე ცნობით, ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.

საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:

- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);

- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა; ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

კილომეტრი
მილი
USD
GEL