Суббота, 12 Июль
Скорость ветра:
15 kph, NNW
Давление:
101.40 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
23°
22°
NNW
73 %
15 kph
101.40 kpa
16 km
11 Июл | 12 Июл | ||
1 USD | 2.7174 | 2.7160 | -0.05% |
1 EUR | 3.1875 | 3.1753 | -0.38% |
100 RUB | 3.4975 | 3.4793 | -0.52% |
ნეპალში ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა, ბოლო მონაცემების მიხედვით, 120-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორდღიანი ინტენსიური წვიმის შემდეგ, რომელმაც დედაქალაქ კატმანდუს გარშემო მთელი ხეობა დატბორა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა მედიასთან ამბობს, მათ ერთი სახურავიდან მეორეზე უწევდათ ხტუნაობა, რათა ადიდებული წყლისთვის თავი დაეღწიათ.
სინოპტიკოსების თქმით, ნეპალში წვიმები სამშაბათამდე გაგრძელდება.
მთავრობის წარმომადგენლების ოფიციალური ცნობით, ამ დრომდე 3 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა 60-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, წყალდიდობის მასშტაბები ამ სეზონზე უფრო ექსტრემალურია, ვიდრე ოდესმე: "წინა ჯერზე გაქცევა მაინც მოვახერხეთ, ახლა კი ყველა სახლი დაიტბორა. სახურავებზე მოგვიწია ხტუნაობა, რომ სამშვიდობოს გავსულიყავით".
სახელმწიფო მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მასში 10 000 პოლიციელი, ჯარისკაცი და მოხალისეა ჩართული.
ანა სიბოშვილი
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.