Тбилиси

Среда, 09 Сентябрь

16°
Ясно

Последующие 24 часа

23 Часов
18°

Ветер и давление

Скорость ветра:

9 kph, N

Давление:

101.80 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

18°

16°

N

58 %

9 kph

101.80 kpa

16 km

Официальный курс
09 Сен 10 Сен
1 USD 2.6114 2.6104 -0.04%
1 EUR 3.0318 3.0364 0.15%
100 RUB 3.0289 3.0513 0.74%
სვეტლანა ნიორაძე დეტალურად უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე
სვეტლანა ნიორაძე დეტალურად უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე

5 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. მო­ი­მა­ტა ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბამ, შე­სა­ბა­მი­სად, ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­ე­ცა.

რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და რო­დის გა­მო­ი­და­რებს, ამის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რა:

- 5 სექ­ტემ­ბრი­დან ამინ­დი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იც­ვა­ლა. გა­სუ­ლი ღა­მით სე­რი­ო­ზუ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მე­ბი იყო. შე­იძ­ლე­ბა თქვას, ძლი­ე­რი წვი­მაც და­ფიქ­სირ­და, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის, თბი­ლის­ში. გა­სულ ღა­მით 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 45 მი­ლი­მეტ­რი ნა­ლე­ქი მო­ვი­და, რაც სა­ხი­ფა­თო მოვ­ლე­ნა­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ამინ­დის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვქონ­და გაფრ­თხი­ლე­ბა.

- რამ გა­მო­იწ­ვია ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა?

- კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო­ე­თი­დან გავ­რცელ­და შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი. ამ გრილ და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სებს დახ­ვდა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ფონი. ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის კონ­ტრასტმა და სხვა სუ­ბი­ექ­ტურ­მა თუ ობი­ექ­ტურ­მა გა­რე­მო­ე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია ნა­ლე­ქი. ეს არამ­დგრა­დი ამინ­დი 6 სექ­ტემ­ბერს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. პე­რი­ო­დუ­ლად იწ­ვი­მებს. თბი­ლის­ში დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა 28 გრა­დუს­ზე ზე­მოთ არ ავა. ხვა­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

10 სექ­ტემ­ბრამ­დე მხო­ლოდ ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა და ტემ­პე­რა­ტუ­რა - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში 29-34 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ერ ნა­ლექს უკვე აღარ ვე­ლო­დე­ბით.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან იწ­ვი­მებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით და შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვაც აღი­ნიშ­ნოს. სად­მე შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს ცოტა ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქი. ტემ­პე­რა­ტუ­რა, 27-32 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა - ამ ეტაპ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის მე­ტად კლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მოდ­გო­მაა, ჯერ სექ­ტემ­ბე­რია და 10-11 სექ­ტემ­ბერს, კი­დევ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს ტემ­პე­რა­ტუ­რამ რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პროგ­ნო­ზი ყო­ველ­დღე ზუს­ტდე­ბა და მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, ამას ვნა­ხავთ.

- 10 სექ­ტემ­ბრამ­დე თბი­ლის­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე, ხან­მოკ­ლე წვი­მა, თუმ­ცა ინ­ტენ­სი­ურ და ძლი­ერ წვი­მას აღარ ვე­ლით.

ავტორი: ლალი ფაცია

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
როგორი ამინდი ელოდება მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომაზე?
როგორი ამინდი ელოდება მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომაზე?
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
გაიგეთ, როდემდე გაუარესდება ამინდი საქართველოში
გაიგეთ, როდემდე გაუარესდება ამინდი საქართველოში
მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობის საფრთხეა
მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობის საფრთხეა

კილომეტრი
მილი
USD
GEL