Тбилиси

Вторник, 03 Ноябрь

13°
Ясно

Последующие 24 часа

22 Часов
12°
23 Часов
12°
21 Часов
14°

Ветер и давление

Скорость ветра:

13 kph, NE

Давление:

101.80 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

16°

13°

NE

81 %

13 kph

101.80 kpa

16 km

Официальный курс
03 Ноя 04 Ноя
1 USD 2.5973 2.5970 -0.01%
1 EUR 2.9108 2.9047 -0.21%
100 RUB 3.2075 3.1837 -0.74%
8 რჩევა ზაფხულის სიცხეში დაძინება რომ არ გაგიჭირდეთ
8 რჩევა ზაფხულის სიცხეში დაძინება რომ არ გაგიჭირდეთ

ზაფხული უამრავი ადამიანის საყვარელი სეზონია, თუმცა ამ დროს არაერთი პრობლემაც იჩენს ხოლმე თავს. მათ შორისაა ძილის პრობლემები. გადაჭარბებული სიცხის გამო ბევრი სათანადოდ გამოძინებას ვერ ახერხებს, რაც მის შრომისუნარიანობასა და ენერგიულობას ამცირებს.

გთავაზობთ 8 პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ რომ ზაფხულის სიცხის მიუხედავად მშვიდად და კომფორტულად იძინოთ.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე - ეს განსაკუთრებით წყალს ეხება. დღის განმავლობაში წყლის მიღება თქვენს სხეულს დაეხმარება, რომ ღამით ტემპერატურის დარეგულირება მოახერხოს.

თუმცა არ დალიო წყალი დაძინებამდე 1-2 საათით ადრე. მიირთვით მსუბუქად - ეს რჩევა განსაკუთრებით ბოლო კვებას ეხება. მოერიდეთ შაქრის, ცხიმისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებს. კვლევებით არის დადასტურებული, რომ აღნიშნული პროდუქტები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ძილის რეჟიმზე.

ჩაიცვით მსუბუქად - მოერიდეთ სინთეტიკური მატერიისგან დამზადებულ ტანისამოსს. ეს ეხება ღამის პერანგსაც, რადგან ბამბის ქსოვილი ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის დარეგულირებას.

გააგრილეთ საძინებელი - თუ თქვენს საძინებელს პირდაპირ არ ადგება მზის სხივები, ეცადეთ ფანჯარა გამოღებული გქონდეთ. აქტიური დასხივების პერიოდში კი ჩამოაფარეთ ფარდები და ჟალუზები, რომ ოთახი მაქსიმალურად დაიცვათ სიცხისგან.

მოერიდეთ ალკოჰოლს - ალკოჰოლი სხეულის დეჰიდრატაციას იწვევს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხშირია ოფლიანობა, რაც სხეულის ტემპერატურის რეგულირებას უშლის ხელს.

ძილის წინ მშვიდი აქტივობებით დაკავდით - დაძინებამდე 1-2 საათით ადრე ეცადეთ იკითხოთ წიგნები, უსმინოთ მუსიკას ან უბრალოდ მშვიდად ესაუბროთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა - გრილი წყალი თქვენი სხეულის ტემპერატურას შეამცირებს, რაც მარტივად დასაძინებლად მშვენიერი წინაპირობაა.

ერთსა და იმავე დროს დაწექით დასაძინებლად - ეცადეთ გამოიმუშაოთ ძილის რეჟიმი, რაც დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწოლას გულისხმობს. ასე თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ ჩაძინებას ზაფხულის სიცხეშიც კი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL