Вторник, 25 Март
Скорость ветра:
13 kph, SSE
Давление:
102.70 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
9°
6°
SSE
70 %
13 kph
102.70 kpa
16 km
25 Мар | 26 Мар | ||
1 USD | 2.7815 | 2.7794 | -0.08% |
1 EUR | 3.0182 | 3.0062 | -0.4% |
100 RUB | 3.3069 | 3.2896 | -0.52% |
15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს წვიმიანი ამინდი მოსალოდნელია ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 15 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ივნისს +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 15 ივნისს დღისით +30, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ივნისს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.