Тбилиси

Четверг, 17 Июль

29°
Солнечно

Последующие 24 часа

12 Часов
31°
13 Часов
32°
14 Часов
32°
15 Часов
33°
16 Часов
33°

Ветер и давление

Скорость ветра:

26 kph, WNW

Давление:

100.90 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

30°

29°

WNW

51 %

26 kph

100.90 kpa

16 km

Официальный курс
16 Июл 17 Июл
1 USD 2.7138 2.7127 -0.04%
1 EUR 3.1703 3.1511 -0.61%
100 RUB 3.4710 3.4719 0.03%
6 ივნისს თბილისში ტემპერატურა პიკს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით
6 ივნისს თბილისში ტემპერატურა პიკს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

6 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. დღის მეორე ნახევრიდან სითბოს ფონზე აღმოსაველეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

თბილისში 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 7-8 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +34, +36 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება - როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება

კილომეტრი
მილი
USD
GEL