Четверг, 02 Январь
Скорость ветра:
11 kph, NNW
Давление:
102.80 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
2°
-1°
NNW
69 %
11 kph
102.80 kpa
16 km
31 Дек | 01 Янв | ||
1 USD | 2.8068 | 2.8138 | 0.25% |
1 EUR | 2.9306 | 2.9292 | -0.05% |
100 RUB | 2.5405 | 2.5838 | 1.7% |
არაბეთის გაერთიანებულ საემიროსა და მეზობელ ომანში, წინა კვირის რეკორდული ნალექის მოსვლის შემდეგ, კვლავ წვიმებია მოსალოდნელი. თუმცა მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ნალექი ამჟამად ისეთი ინტენსიური არ იქნება, როგორც წინა კვირას იყო...
წყალდიდობებით გამოწვეული შეფერხების გამო შეწუხებულები არიან არაბი ბიზნესმენებიც, რომლებსაც თავიანთი დაწესებულებების რამდენიმე დღით დაკეტვა მოუწიათ. ექსპერტების პროგნოზი არცთუ იმედიანია, მათი ვარაუდით, დუბაის ბოლომდე დასუფთავებას დიდი დრო და თანხები დასჭირდება.
ქარიშხლის შემდეგ, რომელიც ომანს დაატყდა თავს, 20 ადამიანი გარდაიცვალა. უამინდობამ მოგვიანებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროში გადაინაცვლა, სადაც ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა. უხვი ნალექის გამო დუბაის აეროპორტი 4 დღის განმავლობაში დატბორილი რჩებოდა.
დუბაიში მცხოვრები მამაკაცი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ქარიშხლისა და წყალდიდობისგან თავის დაღწევა "აპოკალიფსისგან გადარჩენას" ჰგავდა. შეშფოთებული იყო ბრიტანელი ტურისტიც, რომელიც ამინდის გაუარესებამდე სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა: "სავაჭრო ცენტრი დაიტბორა, ჭერი ინგრეოდა. გვითხრეს, რომ ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ მეტრო დაკეტილი იყო და ტაქსებიც არ მუშაობდნენ. საბოლოოდ ისევ სავაჭრო ცენტრის დერეფანში მოგვიწია ღამის გათევა."
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.