Тбилиси

Вторник, 29 Апреля

6°
Облачно

Последующие 24 часа

23 Часов
7°

Ветер и давление

Скорость ветра:

0 kph, CLM

Давление:

102.80 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

8°

6°

CLM

93 %

0 kph

102.80 kpa

16 km

Официальный курс
29 Апр 30 Апр
1 USD 2.7496 2.7516 0.07%
1 EUR 3.1227 3.1305 0.25%
100 RUB 3.3435 3.3672 0.71%
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა

მეცნიერები ამბობენ, რომ "ელ-ნინიოს" გავლენა, რომელმაც კლიმატის ცვლილებასთან ერთად, გლობალური ტემპერატურა ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა, დასრულდა. ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს თქმით, გასულ კვირაში წყნარი ოკეანე "არსებითად გაგრილდა".

ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე.

გასული წლის ივნისში დაწყებულმა ამ კლიმატურმა მოვლენამ წყნარი ოკეანის ზედაპირზე უფრო თბილი წყლები ამოიტანა, რაც ატმოსფეროს კიდევ უფრო ათბობდა. ამის მიუხედავად, რა გველის მომავალში, მკვლევრებმა ჯერ არ იციან. მეცნიერები ამბობენ, რომ ელ-ნინიოს დასრულებიდან რამდენიმე თვეში შევიტყობთ, არის თუ არა ბოლოდროინდელი მაღალი ტემპერატურა დაჩქარებული კლიმატის ცვლილების დამსახურება.

ყოველ რამდენიმე წელში, "ელ-ნინიოს" დადგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს იწვევს, ხშირდება წყალდიდობები და გვალვა. მას სამი განსხვავებული ფაზა აქვს, ცხელი "ელ-ნინიო", ნეიტრალური პირობები ან შედარებით გრილი პერიოდი, სახელწოდებით "ლა-ნინია".

ბოლო "ელ-ნინიო" გასულ ივნისში დაიწყო და მან პიკს დეკემბერში მიაღწია. თუმცა ახლა, "ელ-ნინიო" გაქრა და ეს იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ელოდნენ. ავსტრალიელი მკვლევრების თქმით, ისინი ნეიტრალური პირობების ივლისამდე გაგრძელებას ელიან.

რაც შეეხება ლა-ნინიას, მას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ქარიშხალზე. ხშირად ის ქარიშხლის დაწყების მიზეზი ხდება.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
შეზღუდვები უამინდობის გამო - გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია
შეზღუდვები უამინდობის გამო - გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია
საქართველოში კვლავ თოვაა - შეზღუდვები გზებზე
საქართველოში კვლავ თოვაა - შეზღუდვები გზებზე
ამინდის უახლესი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
ამინდის უახლესი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
როდის გამოიდარებს საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

კილომეტრი
მილი
USD
GEL