Тбилиси

Пятница, 24 Январь

6°
Ясно

Последующие 24 часа

22 Часов
5°
23 Часов
4°
21 Часов
5°

Ветер и давление

Скорость ветра:

6 kph, W

Давление:

102.20 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

7°

6°

W

56 %

6 kph

102.20 kpa

16 km

Официальный курс
24 Янв 25 Янв
1 USD 2.8627 2.8834 0.72%
1 EUR 2.9821 3.0247 1.43%
100 RUB 2.8938 2.9464 1.82%
გზების თოვლისგან წმენდის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს - გაიგეთ, სად აღდგა მოძრაობა
გზების თოვლისგან წმენდის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს - გაიგეთ, სად აღდგა მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ185 (კალა-უშგული) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგენილია.

ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
ნაქერალას უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა იზღუდება
ნაქერალას უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა იზღუდება
იცით, რომელია მზის სისტემის ყველაზე უცნაური და გამორჩეული პლანეტები?
იცით, რომელია მზის სისტემის ყველაზე უცნაური და გამორჩეული პლანეტები?
თბილისში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
თბილისში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი თებერვალში საქართველოში? - ზოგადი მიმოხილვა
როგორი ამინდია მოსალოდნელი თებერვალში საქართველოში? - ზოგადი მიმოხილვა

კილომეტრი
მილი
USD
GEL