Суббота, 12 Июль
Скорость ветра:
11 kph, NNW
Давление:
101.40 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
22°
21°
NNW
72 %
11 kph
101.40 kpa
16 km
11 Июл | 12 Июл | ||
1 USD | 2.7174 | 2.7160 | -0.05% |
1 EUR | 3.1875 | 3.1753 | -0.38% |
100 RUB | 3.4975 | 3.4793 | -0.52% |
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.