Четверг, 03 Июль
Скорость ветра:
22 kph, NW
Давление:
101.20 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
17°
14°
NW
93 %
22 kph
101.20 kpa
10 km
02 Июл | 03 Июл | ||
1 USD | 2.7215 | 2.7203 | -0.04% |
1 EUR | 3.2155 | 3.2029 | -0.39% |
100 RUB | 3.4658 | 3.4550 | -0.31% |
დღეს დილით დუბაის მოსახლეობა უცნაურმა ხმამ გააღვიძა. მათთვის სრულიად უჩვეულო ჭექა-ქუხილი და ელვა დილით, დაახლოებით დილის 3:45 საათზე დაიწყო. ძლიერი წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა აბუ დაბის სხვადასხვა რაიონში. სეტყვა დაფიქსირდა ალ დაფრაჰის რეგიონში, ალ ვათბაში, მუჰამედ ბინ ზაიდ ქალაქში და სვეიჰანში ალ აინში, დილის 3.36-დან 5.15 საათამდე.
მეტეოროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა (NCM) გამოსცა ამინდის ნარინჯისფერი განგაში, რომელიც მიუთითებს, რომ არამდგრადი ამინდი გაგრძელდება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პროგნოზის თანახმად, წვიმა მოსალოდნელია საღამოს 6 საათამდე.
ქვეყნისთვის უჩვეულო ამინდის გამო გაიცა რეკომენდაციები დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ. ეს შეეხო როგორც ოფისებს, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.