Суббота, 02 Август
Скорость ветра:
11 kph, ESE
Давление:
101.20 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
31°
30°
ESE
48 %
11 kph
101.20 kpa
16 km
01 Авг | 02 Авг | ||
1 USD | 2.7061 | 2.7050 | -0.04% |
1 EUR | 3.0936 | 3.0872 | -0.21% |
100 RUB | 3.3761 | 3.3681 | -0.24% |
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამავე გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო კმ90-კმ170 (დიზი-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა კი თავისუფალია.
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.