Тбилиси

Вторник, 15 Июль

26°
Ясно

Последующие 24 часа

23 Часов
25°

Ветер и давление

Скорость ветра:

17 kph, NNE

Давление:

100.80 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

26°

26°

NNE

44 %

17 kph

100.80 kpa

16 km

Официальный курс
15 Июл 16 Июл
1 USD 2.7149 2.7138 -0.04%
1 EUR 3.1737 3.1703 -0.11%
100 RUB 3.4690 3.4710 0.06%
ახდენს თუ არა გავლენას მიკროპლასტიკა ამინდზე?
ახდენს თუ არა გავლენას მიკროპლასტიკა ამინდზე?

მიკროპლასტიკმა უკვე შეაღწია დედამიწის თითქმის ყველა ბუნებრივ გარემოში - ზღვის სიღრმიდან ატმოსფეროს უმაღლეს ფენებამდე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის უკვე ნაწილობრივ გავლენას ახდენს ამინდზეც.

ჟურნალ Environmental Science & Technology Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ატმოსფეროში არსებულ მიკროპლასტიკას შეუძლია ღრუბლების წარმოქმნაშიც კი მიიღოს მონაწილეობა და შედეგად, გავლენა მოახდინოს ამინდზე გარკვეულ რეგიონებში.

მიკროპლასტიკა - ეს არის პლასტმასის პაწაწინა ფრაგმენტები, 5 მმ-ზე ნაკლები ზომით, რომლებიც წარმოიქმნება პლასტმასის პროდუქტების გაფუჭებისას - დაწყებული სინთეტიკური ტანსაცმლიდან, მანქანის საბურავებითა და პლასტმასის ბოთლებით დამთავრებული. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს ოკეანეებში დაახლოებით 50-დან 75 ტრილიონი მიკროპლასტიკური ნაწილაკი ცურავს.

Environmental Science & Technology Letters-ის კვლევაში პრობლემის სხვადასხვა ასპექტია წამოწეული. კვლევა აღწერს, თუ როგორ შეაგროვეს შანდონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სითხის 28 ნიმუში ღრუბლებიდან აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე მთის, ტაის თავზე, რათა შეემოწმებინათ თუ როგორ ურთიერთქმედებს პლასტიკა ღრუბლებთან.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაბალ სიმაღლეზე და უფრო მკვრივ ღრუბლებში მეტი მიკროპლასტიკა იყო. ეს არის უპირატესად იმ მიკროპლასტიკის ნაწილაკები, რაც დამზადებულია ჩვეულებრივი პოლიმერებისგან, მათ შორის პოლიეთილენ ტერეფტალატი, პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, პოლისტიროლი და პოლიამიდი. ნაწილაკების უმეტესობა იყო პაწაწინა, 0,1 მმ-ზე ნაკლები დიამეტრით, თუმცა ზოგიერთი უფრო დიდი იყო, დაახლოებით 1,5 მმ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებოდა პლასტიკის ნაწილაკები ღრუბლის გარემოში ულტრაიისფერი შუქისა და გაფილტრული წყალის ზემოქმედების ქვეშ, მეტად უხეშდებოდნენ, მათში გაზრდილი იყო ვერცხლისწყალის და ტყვიის ოდენობა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ისინი გარკვეულწილად უკვე ზემოქმედებენ ღრუბლის ჩამოყალიბებაში.

კომპიუტერული მოდელების გამოყენებით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მიკროპლასტიკა, ჰაერის ნაკადებთან ერთად მოძრაობდა ჩინეთის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან და არა ოკეანედან ან მთებიდან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
მაღალი ტემპერატურა და ხანმოკლე წვიმა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
მაღალი ტემპერატურა და ხანმოკლე წვიმა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი

კილომეტრი
მილი
USD
GEL