Тбилиси

Понедельник, 12 Октябрь

17°
Переменная облачность

Последующие 24 часа

2 Часов
16°
3 Часов
15°
4 Часов
14°
5 Часов
14°
6 Часов
13°

Ветер и давление

Скорость ветра:

6 kph, ENE

Давление:

102.30 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

18°

17°

ENE

77 %

6 kph

102.30 kpa

16 km

Официальный курс
10 Окт 13 Окт
1 USD 2.6005 2.5994 -0.04%
1 EUR 2.9154 2.9066 -0.3%
100 RUB 3.0545 3.1011 1.53%
მთვარეზე წარმატებით დაწყებული მისიის მოულოდნელი დასასრული
მთვარეზე წარმატებით დაწყებული მისიის მოულოდნელი დასასრული

ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) ბოლო იმედიც გადაიწურა, რომ მათი კოსმოსური ხომალდი, Chandrayaan-3, "გამოიღვიძებს". პარასკევს კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ისინი ხომალდთან და მის მთვარეზე მავალ როვერ Pragyaan-თან კავშირის აღდგენას ვეღარ ახერხებდნენ.

Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე აგვისტოში დაეშვა. ლანდერი, სახელად Vikram-ი და როვერი Pragyaan-ი, მთვარეზე ორი კვირის განმავლობაში მოძრაობდნენ, აგროვებდნენ მონაცემებს და იღებდნენ ფოტოებს. ისინი მთვარეზე ღამის დადგომისას (ღამე და დღე მთვარეზე 14-14 დღე გრძელდება) "დააძინეს", რათა მათი ბატარეები დამუხტულიყვნენ და მოდულებს მაშინ "გამოეღვიძათ", როცა მთვარეზე მზე ამოვიდოდა.

მთვარეზე ღამე 22 სექტემბერს დასრულდა, თუმცა Vikram-ი და Pragyaan-ი ამ დრომდე უმოქმედოდ არიან.

ორშაბათს ISRO-ს ყოფილი უფროსი, კირან კუმარი BBC-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ "მთვარემავალის და ლანდერის "გამოღვიძების" შანსები ყოველ საათში მცირდებოდა“.

"ლანდერს და მთვარემავალს უამრავი ისეთი კომპონენტი აქვთ, რომელთაც მთვარის ზედმეტად ცივ ტემპერატურასთან გამკლავება გაუჭირდებოდათ“.

მან დასძინა, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა, ღამის განმავლობაში, -200C-დან -250C-მდე ეცემა.

"სხვა ქვესისტემები გამართულად რომც მუშაობდნენ, ამას ვერანაირად შევიტყობთ“, - აცხადებს კირან კუმარი.

ინდოეთი Chandrayaan-3-ის მისიით ისტორიაში უკვე შევიდა და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსთან წარმატებით დაუშვა. ის ასევე შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომელთაც მთვარეზე რბილ დაშვებას მიაღწიეს. ესენია: აშშ, ყოფილი საბჭოთა კავშირი და ჩინეთი.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
მართლა აქვს თუ არა წვიმას სუნი?
მართლა აქვს თუ არა წვიმას სუნი?
რა ხდება ახლა ტაილანდის დედაქალაში, რომელიც 26 სექტემბერს სტიქიის ზონად გამოცხადდა
რა ხდება ახლა ტაილანდის დედაქალაში, რომელიც 26 სექტემბერს სტიქიის ზონად გამოცხადდა
ტოკიოში 34 დღეა წვიმს — იაპონიის დედაქალაქში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა
ტოკიოში 34 დღეა წვიმს — იაპონიის დედაქალაქში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა
ელ-ნინიო ძლიერდება - უახლესი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
ელ-ნინიო ძლიერდება - უახლესი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL