Тбилиси

Воскресенье, 02 Август

28°
Солнечно

Последующие 24 часа

21 Часов
27°
22 Часов
27°
23 Часов
26°
20 Часов
31°

Ветер и давление

Скорость ветра:

11 kph, SSE

Давление:

101.40 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

29°

28°

SSE

54 %

11 kph

101.40 kpa

16 km

Официальный курс
31 Июл 01 Авг
1 USD 2.6266 2.6259 -0.03%
1 EUR 3.0159 3.0206 0.16%
100 RUB 3.2807 3.3010 0.62%
5 მიწისძვრა, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა
5 მიწისძვრა, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და ის დედამიწაზე ყოველთვის ხდებოდა.ზოგადად მიწისძვრის უმეტესი ნაწილი საერთოდ არ არის საშიში. ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 100 000-მდე მიწისძვრა აღირიცხება, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მათ მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტები, სეისმოგრაფები აფიქსირებენ. თუმცა ისტორიას ბევრი გამანადგურებელი შემთხვევაც ახსოვს. შეგახსენებთ რამდენიმე მიწისძვრას, რომლებმაც განსაკუთრებით ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შანხაის მიწისძვრა, 1556 წელი - ეს შემთხვევა ცნობილია, როგორც მიწისძვრა, რომელმაც ყველაზე ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. მისი სიმძლავრე დაახლოებით 8.0 მაგნიტუდა იყო. რყევამ დაახლოებით 830 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტანგშანის მიწისძვრა, 1976 წელი - ეს მიწისძვრაც ჩინეთში მოხდა და ის 7.5 მაგნიტუდა სიმძლავრის იყო. შემთხვევამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა და დაახლოებით 242 000 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ინდოეთის ოკეანის მიწისძვრა და ცუნამი, 2004 წელი - 9.1 – 9.3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრას მყისიერად მოჰყვა ცუნამი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. სტიქია 2004 წლის 26 დეკემბერს მოხდა და მსხვერპლი ინდოეთის ოკეანის მიმდებარე ქვეყნებში გამოიწვია. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 230 000-დან 280 000 ადამიანამდე მიაღწია.

ჰაიტის მიწისძვრა, 2010 წელი - ამ მიწისძვრის სიმძლავრე 7.0 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ქალაქ სენტ-ლუის-დუ-სუდისგან დაახლოებით 12 კილომეტრით იყო მოშორებული. სტიქიამ დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას, მსხვერპლის რაოდენობა კი 230 000 დაფიქსირდა.

სუმატრას მიწისძვრა, 1861 წელი - დაუდგენელია ზუსტად რა სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა 1961 წელს კუნძულ სუმატრაზე, თუმცა რყევამ გამოიწვია ცუნამი, რომელმაც რეგიონი მიწასთან გაასწორა. შემთხვევამ 50 000 ადამიანამდე მსხვერპლი გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
ევროპა სიცხისა და ცეცხლის ალში – რატომ გახდა წლევანდელი ტყის ხანძრები განსაკუთრებით მასშტაბური?
ევროპა სიცხისა და ცეცხლის ალში – რატომ გახდა წლევანდელი ტყის ხანძრები განსაკუთრებით მასშტაბური?
ინდოეთში წვიმები ძლიერდება – გამოცხადებულია „წითელი“ განგაში, იზრდება წყალდიდობების საფრთხე
ინდოეთში წვიმები ძლიერდება – გამოცხადებულია „წითელი“ განგაში, იზრდება წყალდიდობების საფრთხე
მზის ხელოვნურად დაბნელება - რას ნიშნავს ეს იდეა და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო?
მზის ხელოვნურად დაბნელება - რას ნიშნავს ეს იდეა და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო?
ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა
ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა

კილომეტრი
მილი
USD
GEL