Понедельник, 14 Июль
Скорость ветра:
28 kph, NW
Давление:
101.10 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
28°
26°
NW
69 %
28 kph
101.10 kpa
16 km
12 Июл | 15 Июл | ||
1 USD | 2.7160 | 2.7149 | -0.04% |
1 EUR | 3.1753 | 3.1737 | -0.05% |
100 RUB | 3.4793 | 3.4690 | -0.3% |
ლიბიაში კვლავ გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 1000-ზე მეტი ადამიანის ცხედარი მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა, - ამის თაობაზე 12 სექტემბერს, გვიან ლიბიის აღმოსავლეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოჰამედ აბუ-ლამუშამ განაცხადა. აღმოსავლეთის მთავრობის კიდევ ერთი წარმომადგენლის ტარიკ ალ-ხარაზის ცნობით კი, მთელი უბნები გარეცხილია და მრავალი ცხედარი ზღვაშია გადატანილი, 10 000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.
წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა.
ქვეყნის ოფიციალური პირები მოელიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
Reuters-ის ცნობით, ვაჰდას ჰოსპიტალის დირექტორმა განაცხადა, რომ ქალაქის ერთ რაიონში 1700 ადამიანი, ხოლო მეორეში 500 ადამიანი გარდაიცვალა.
“ცხედრები ყველგან არის - ზღვაში, ხეობებში, შენობების ქვეშ… არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა. ბევრი, ბევრი შენობა ჩამოიშალა,” - განაცხადა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მაკონტროლებელი ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა, ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა.
შეგახსენებთ, ძლიერი წყალდიდობა ქარიშხალმა "დანიელმა“ გამოიწვია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.