Тбилиси

Суббота, 20 Апреля

26°
Местами солнечно

Последующие 24 часа

18 Часов
25°
19 Часов
24°
20 Часов
22°
21 Часов
21°
22 Часов
20°

Ветер и давление

Скорость ветра:

24 kph, SE

Давление:

101.00 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

26°

26°

SE

41 %

24 kph

101.00 kpa

16 km

Официальный курс
19 Апр 20 Апр
1 USD 2.6728 2.6711 -0.06%
1 EUR 2.8532 2.8453 -0.28%
100 RUB 2.8408 2.8623 0.76%
რა უნდა გააკეთოთ, თუ ტყეში დაიკარგეთ?
რა უნდა გააკეთოთ, თუ ტყეში დაიკარგეთ?

ზაფხულის სეზონზე ბევრი მიდის ტყეში. ზოგი სოკოს საკრეფად, ზოგი - კენკრის, ზოგიც - უბრალოდ სასეირნოდ. სხვათა შორის, ტყეში ძალიან ადვილია დაკარგვა.

შეინახეთ ეს რჩევები იმ შემთხვევისთვის, თუ ტყეში გზა აგებნევათ.

დაიცავით თავი, სანამ დაიკარგებით: ტყეში წასვლამდე დარწმუნდით, რომ მინიმუმ ერთმა ადამიანმა იცის, სად მიდიხართ და როდის აპირებთ დაბრუნებას. ნუ დაიზარებთ, რომ გაიყოლოთ სასარგებლო ნივთების მინიმალური ნაკრები: თბილი ქურთუკი, დანა, სანთებელა, წყლის ბოთლი.

გადმოწერეთ რუკის ფოტო თქვენს სმარტფონში და ბოლომდე დატენეთ ის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დაკარგული ადამიანის მთავარი მტერი არის პანიკა. თუ დაპანიკდებით და უაზროდ დაიწყებთ ტყეში ბოდიალს, თქვენ არა მარტო დაიკარგებით, არამედ შეიძლება დაზარალდეთ, სადმე ჩავარდეთ ან ტოტებით დაიკაწროთ. შეეცადეთ, იყოთ მშვიდად, ღრმად ჩაისუნთქოთ ან დაიმშვიდოთ თავი ნებისმიერი გზით.

თუ დარწმუნებული ხართ, რომ მოგაკითხავენ და წინასწარ გააფრთხილეთ თქვენი ახლობლები, სად წახვედით, უმჯობესია დარჩეთ ადგილზე. მაშველები მოგძებნიან იქ, სადაც თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრები ეტყვიან და, სავარაუდოდ, გიპოვიან. თუ ტყეში წახვედით ისე, რომ არავისთვის არაფერი გითქვამთ, მაშინ, პირველ რიგში, ძალიან არასწორად მოიქეცით და მეორე რიგში, თავად მოგიწევთ გზის პოვნა.

შეეცადეთ განსაზღვროთ მიმართულება, მაგალითად, საათის საშუალებით. თუ საათის ისარს მზისკენ მიმართავთ, ხოლო მის და რიცხვ 1-ის მიერ წარმოქმნილ კუთხეს შუაზე გაყოფთ, გაყოფის ხაზი ყოველთვის მიუთითებს სამხრეთისკენ. თუ საათი არ გაქვთ, იხელმძღვანელეთ მზის ადგილმდებარეობით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთისკენ ჩადის და აღმოსავლეთიდან ამოდის.მდინარეები: თუ იპოვეთ მდინარე, მაშინ იმოძრავეთ დინების მიმართულებით, ქვემოთ. დაბლა, სავარაუდოდ, იქნება უფრო დიდი მდინარე, რომლის ნაპირებთან შეიძლება იყოს ხალხი.

მოუსმინეთ: შეიძლება გაიგოთ რკინიგზის ან საავტომობილო გზის ხმა. შემდეგ შეგიძლიათ ამ ხმის მიმართულებით წასვლა.

არ შეხვიდეთ ღრმად ტყეში, არ შეეცადოთ მოჭრათ გზა ჭაობით, იარეთ ბილიკებით ან გაკვალული გზებით. იარეთ იქ, სადაც მოსახერხებელია სიარული. სჯობს ზედმეტი კილომეტრები გაიაროთ, ვიდრე ფეხი დაგიცდეთ ხევში ან დაიხრჩოთ მდინარეში.

თუ თქვენ აირჩიეთ მიმართულება, დაიცავით ის, არ შეცვალოთ მარშრუტი. თუ გადაუხვევთ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და კვლავ მარცხნივ, ისევ იმავე ადგილას მოხვდებით.

იფიქრეთ ყოფით საკითხებზე. შეეცადეთ, თბილად ჩაიცვათ. თუ ტანსაცმელი არ გაქვთ, გამოიყენეთ ყველაფერი, რაც გაგათბობთ. მაგალითად, პოლიეთილენის პარკი. ის კარგად დაზოგავს სითბოს. აადუღეთ წყალი, წყურვილი ტყეში სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გახსოვდეთ ცვარი, ის შეგიძლიათ მოაგროვოთ ნებისმიერი გლუვი ზედაპირიდან.

მაშინაც კი, თუ ნამდვილად მოგშივათ, არ ჭამოთ უცხო კენკრა და სოკო, თუ ცნობა არ იცით. ჯობს ტყეში მშიერი იყოთ, ვიდრე მოწამლული. გახსოვდეთ, ტყეში ყველაზე ნოყიერი საკვები სოკოა. უმჯობესია, წვრილად დაჭრილი მოხარშოთ ორ წყალში. თუ ჭურჭელი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვის თუნუქის ქილა.წინასწარ მოამზადეთ ღამის გასათევი ადგილი. უმჯობესია, ამის გაკეთება დაბნელებამდე მოასწროთ. სცადეთ ბუჩქებისგან გააკეთოთ ქოხი და თუ გაქვთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან დააფარეთ.მაშინაც კი, თუ ღამით მატარებლის ან მანქანის ხმა გესმით, არ იჩქაროთ მისკენ წასვლა, ღამით ეს შეიძლება საშიში იყოს. მონიშნეთ მარშრუტი და გამთენიისას იარეთ.შეეცადეთ, ცეცხლი დაანთოთ. თუ ასანთი არ არის, გამოიყენეთ საათის მინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
თბილისში 29 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოს სხვა რაიონებში
თბილისში 29 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოს სხვა რაიონებში
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
გაიგეთ, საქართველოს რომელ რაიონებში იწვიმებს უახლოეს დღეებში
გაიგეთ, საქართველოს რომელ რაიონებში იწვიმებს უახლოეს დღეებში

კილომეტრი
მილი
USD
GEL