Суббота, 12 Июль
Скорость ветра:
15 kph, NNW
Давление:
101.40 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
23°
22°
NNW
73 %
15 kph
101.40 kpa
16 km
11 Июл | 12 Июл | ||
1 USD | 2.7174 | 2.7160 | -0.05% |
1 EUR | 3.1875 | 3.1753 | -0.38% |
100 RUB | 3.4975 | 3.4793 | -0.52% |
ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ადიდებულმა მდინარე ფატმასურიმ სოფელ გავაზს პრობლემები შეუქმნა. უხვმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გარღვია და წყალი სოფლის ცენტრალურ ქუჩებში მიედინება, რის გამოც, სამანქანე გადადგილება შეუძლებელია. ასევე, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები ეზოები და სარდაფები. გარდა ინფრასტრუქტურული ზიანისა, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხებია გასაწმენდი, რის გამოც, უხვი ნალექი ვერ გატარდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გასამაგრებელია მდინარის ჯებირები. ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
დაზარალებულებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ხვდება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.