Тбилиси

Суббота, 27 Май

20°
Ясно

Последующие 24 часа

4 Часов
18°
5 Часов
17°
6 Часов
15°
7 Часов
17°
8 Часов
19°

Ветер и давление

Скорость ветра:

26 kph, NW

Давление:

101.30 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

19°

20°

NW

72 %

26 kph

101.30 kpa

16 km

Официальный курс
25 Май 26 Май
1 USD 2.5879 2.5876 -0.01%
1 EUR 2.7825 2.7752 -0.26%
100 RUB 3.2326 3.2357 0.1%
როგორ წარმოიქმნება სეტყვა
როგორ წარმოიქმნება სეტყვა

სეტყვა ატმოსფერული ნალექია, რომელიც ყინულის სხვადასხვა ზომის სფერული ნაწილაკებისგან შედგება. ნაწილაკებისა და ნატეხების ზომა, როგორც წესი, 5-55 მმ-ია. თუმცა მისი ზომა შეიძლება 130 მმ-დეც კი გაიზარდოს.

ის უმეტესად ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, წლის თბილ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა 20 °C-ზე მეტია.

სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს. არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები.

სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. მისი წარმოქმნის პროცესი კი შემდეგნაირია. ოკეანეების, ზღვების და მდინარეების აორთქლების შედეგად წარმოქმნილი წყლის ორთქლი ატმოსფეროს მაღალ, ცივ შრეებში გადადის. იქ ცივდება, აღწევს გაჯერების გარკვეულ მომენტს და ერთბაშად ყინულად გადაიქცევა. ყინულის პირველ კრისტალებს არატოლგვერდებიანი წაგრძელებული პრიზმების ან სწორი, ბრტყელი ექვსკუთხედების ფორმა აქვს. ამ თავდაპირველ პატარა კრისტალებზე ხდება წყლის ორთქლის შემდგომი დალექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო რთული კრისტალები. ესენი ფიფქებია. ხოლო როდესაც ყინულის მარცვლები უფრო შორს მიაქვს საჰაერო დინებებს და დიდი ხანი იმყოფება ღრუბლებში, ამ შემთხვევაში მარცვლებზე ილექება ღრუბლის ქვედა შრეებში არსებული გაცივებული წყალი. მარცვლებზე ხდება თეთრი გაუმჭვირვალე შრეების წარმოქმნა. ეს სეტყვის მარცვლებია, რომლებიც ხან ყინულის და ხან თოვლის დამახასიათებელი შრეებისაგან შედგებიან. ზოგჯერ მოდის ხოლმე ეგრეთ წოდებული ყინულის წვიმა. იგი გარედან გაყინული წვიმის წვეთებია, რომლის შიგნით წყალია მოთავსებული.

საქართველოში სეტყვიან დღეთა საშუალო წლიური რიცხვია 2-10.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
მდინარე რიონი ადიდდა - გზებზე შეზღუდვებია
მდინარე რიონი ადიდდა - გზებზე შეზღუდვებია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ
სატურნის რგოლები შეიძლება გაქრეს
სატურნის რგოლები შეიძლება გაქრეს
ბუნებრივი სტიქია ამჯერად აზიას ებრძვის -  მიანმარიში ციკლონ „მოკას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა
ბუნებრივი სტიქია ამჯერად აზიას ებრძვის - მიანმარიში ციკლონ „მოკას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL