Суббота, 05 Июль
Скорость ветра:
41 kph, NW
Давление:
101.60 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
19°
17°
NW
82 %
41 kph
101.60 kpa
16 km
04 Июл | 05 Июл | ||
1 USD | 2.7195 | 2.7191 | -0.01% |
1 EUR | 3.2090 | 3.2020 | -0.22% |
100 RUB | 3.4546 | 3.4463 | -0.24% |
უკანასკნელ დღეებში საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუმჯობესდა. შესაბამისად, ნაკლები შეფერხებები ფიქსირდება საავტომობილო გზებზე. ამ დროისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
· ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 მონაკვეთზე (ლენტეხი-მელე) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
· ამასთან, აღნიშნული გზის კმ125-კმ151 მონაკვეთზე (მელე-ლასდილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
· ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
· ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზასა და წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.