Вторник, 07 Февраль
Скорость ветра:
46 kph, NW
Давление:
100.90 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
4°
-3°
NW
60 %
46 kph
100.90 kpa
16 km
07 Фев | 08 Фев | ||
1 USD | 2.6424 | 2.6459 | 0.13% |
1 EUR | 2.8432 | 2.8364 | -0.24% |
100 RUB | 3.7348 | 3.7305 | -0.12% |
12-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 14-15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, ხოლო 14-15 ნოემბერს 11-16 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შაბათ-კვირას თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გაგაცნობთ შაბათ-კვირის ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს ქალაქების მიხედვით:
ბათუმში შაბათს უნალექო ამინდია იქნება, კვირას კი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შაბათს იქნება +10 +16 გრადუსი, კვირას კი +10 +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში უნალექო შაბათ-კვირაა მოსალოდნელი. შაბათს, 12 ნოემბერს +6 +15 გრადუსია ნავარაუდევი, კვირას, 13 ნოემბერს კი - +8 +15 გრადუსი.
თუ შაბათ-კვირას რაჭაში წასვლას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, ონში შაბათს 0 +11 გრადუსი იქნება, კვირას კი +1 +10 გრადუსამდე დათბება.
ყინვაა მოსალოდნელი მესტიასა და გუდაურში. გუდაურში შაბათს -6 +2 გრადუსია ნავარაუდევი, კვირას - -4 +4 გრადუსი. რაც შეეხება მესტიას, ქალაქში შაბათს -2 +8 გრადუსია მოსალოდნელი, კვირას კი - -1 +9 გრადუსი.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.