Понедельник, 30 Июнь
Скорость ветра:
39 kph, WNW
Давление:
101.00 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
18°
18°
WNW
67 %
39 kph
101.00 kpa
16 km
28 Июн | 01 Июл | ||
1 USD | 2.7236 | 2.7227 | -0.03% |
1 EUR | 3.1882 | 3.1910 | 0.09% |
100 RUB | 3.4609 | 3.4642 | 0.1% |
17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.
„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ხვალ დღისით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აჭარის სანაპირო რაიონებში კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +31+36 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მთაში +30+32 გრადუსი, მაღალ მთაში +20+25 გრადუსი. 13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, პარალელურ რეჟიმში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. დაბლობ რაიონებში, ისევე როგორც მთიან რაიონებში ტემპერატურა +27+29 გრადუსი, სანაპირო რაიონებში კი ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მომავალ კვირას ბარში +29+31 გრადუსი, მთიან რაიონებში კი +27+30 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა +28+31 გრადუსი“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.