Тбилиси

Воскресенье, 22 Ноябрь

11°
Ясно

Последующие 24 часа

8 Часов
10°
9 Часов
11°
10 Часов
11°
11 Часов
12°
12 Часов
13°

Ветер и давление

Скорость ветра:

22 kph, NW

Давление:

101.30 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

14°

11°

NW

76 %

22 kph

101.30 kpa

16 km

Официальный курс
20 Ноя 21 Ноя
1 USD 2.5933 2.5926 -0.03%
1 EUR 2.8547 2.8423 -0.43%
100 RUB 3.1655 3.1542 -0.36%
საუდის არაბეთში პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში თოვლი მოვიდა
საუდის არაბეთში პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში თოვლი მოვიდა

საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთით ტაბუკას მთები 1-ელი იანვრის დილით თოვლით დაიფარა. სინოპტიკოსები ამას ტემპერატურის მკვეთრი დაცემით ხსნიან.

ადგილობრივები თოვლის მოსვლას სიმღერითა და ცეკვით შეხვდნენ. თოვლის სანახავად სამეფოს სხვა რეგიონიდანაც ჩავიდნენ.

ეს მოვლენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის, რომელთა უმრავლესობას თოვლი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

თოვლის მოსვლასთან ერთად, ქვეყანას ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს, თუმცა თოვლი დიდი ხანი არ შენარჩუნებულა. როცა ქვეყანაში თოვლი მოვიდა, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსი იყო.

ცნობილი ხდება, რომ „ამინდის ექსტრემალური პირობების“ გამო, საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა, ამ ტერიტორიისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს მას შემდეგ, რაც ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ჩავიდა პეიზაჟის სანახავად. ხელისუფლებამ სტუმრებსა და ადგილობრივებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, რადგან, მათი ინფორმაციით, მოსალოდნელია ცუდი ხილვადობა და ჭექა-ქუხილი.

იხილეთ ვიდეო

შესაძლოა კიდევ უფრო დიდი თოვლი მოვიდეს ჯებელ-ელ-ლოუზის მთაზე, ასევე ელ-დახარის მთიან რაიონში ტემპერატურა 0 °C -მდე დაიწევს.

ამასთან, საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიის ცენტრი იტყობინება, რომ ჭექა-ქუხილი და სეტყვა მოსალოდნელია მექაში, ალ-ბახეში, ერ-რიადში, ელ-კასიმეში და სამეფოს სხვა რეგიონებშიც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
1.5°C - ტემპერატურული ზღვარი, რომელსაც მსოფლიო სულ უფრო ხშირად აჭარბებს
1.5°C - ტემპერატურული ზღვარი, რომელსაც მსოფლიო სულ უფრო ხშირად აჭარბებს
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
ჩრდილოეთის ციალის სეზონი დაიწყო - რა უნდა გაითვალისწინოთ, ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობის სანახავად?
ჩრდილოეთის ციალის სეზონი დაიწყო - რა უნდა გაითვალისწინოთ, ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობის სანახავად?
დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამონიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება
დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამონიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL