Тбилиси

Вторник, 15 Сентябрь

28°
Солнечно

Последующие 24 часа

14 Часов
29°
15 Часов
30°
16 Часов
30°
17 Часов
28°
18 Часов
27°

Ветер и давление

Скорость ветра:

31 kph, NW

Давление:

101.50 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

28°

28°

NW

50 %

31 kph

101.50 kpa

16 km

Официальный курс
12 Сен 15 Сен
1 USD 2.6095 2.6091 -0.02%
1 EUR 3.0247 3.0112 -0.45%
100 RUB 3.0923 3.1007 0.27%
მიწისძვრა - რა ხდება მაშინ, როცა დედამიწა ირყევა?
მიწისძვრა - რა ხდება მაშინ, როცა დედამიწა ირყევა?

დედამიწის სიღრმეში მუდმივად მიმდინარეობს უზარმაზარი გეოლოგიური პროცესები. მიწისძვრა სწორედ დედამიწის ქერქში დაგროვილი ენერგიის უეცარი გათავისუფლებაა, რომელიც სეისმური ტალღების სახით ვრცელდება.

რატომ ხდება მიწისძვრა?

დედამიწის ზედა მყარი გარსი ტექტონიკური ფილებისგან შედგება. ისინი მუდმივად, თუმცა ძალიან ნელა მოძრაობენ. როდესაც ფილები ერთმანეთს ეჯახება, შორდება ან ერთმანეთის გასწვრივ გადაადგილდება, ქანებში დაძაბულობა გროვდება. თუ ეს დაძაბულობა ქანების სიმტკიცეს აჭარბებს, ისინი მოულოდნელად გადაადგილდებიან და დაგროვილი ენერგია თავისუფლდება. სწორედ ასე იწყება მიწისძვრა.

მიწისძვრის წარმოშობის წერტილს დედამიწის სიღრმეში ჰიპოცენტრი, ხოლო მის პირდაპირ ზედაპირზე მდებარე წერტილს ეპიცენტრი ეწოდება.

ყველა მიწისძვრა საშიში არ არის

მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი მიწისძვრა ხდება და მათი უმეტესობა იმდენად სუსტია, რომ ადამიანი ვერ გრძნობს. აღსანიშნავია, რომ შემიწისძვრის შედეგს მხოლოდ მისი სიმძლავრე არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რამდენად ახლოსაა ის დასახლებულ ტერიტორიებთან, რამდენად ღრმად მოხდა, როგორია ნიადაგი და რამდენად მდგრადია შენობები.

ამიტომ ერთი და იმავე მაგნიტუდის მიწისძვრამ შეიძლება ერთ ადგილას მცირე ზიანი გამოიწვიოს, მეორეში კი - დიდი კატასტროფა.

რას ნიშნავს მაგნიტუდა?

დიდი მიწისძვრების შესაფასებლად დღეს ძირითადად Moment Magnitude (Mw) გამოიყენება. ალბათ, გაგიგიათ „რიხტერის სკალაც“, თუმცა თანამედროვე სეისმოლოგიაში დიდი მიწისძვრებისთვის მთავარი მეთოდი უკვე Moment Magnitude Scale-ია.

მაგნიტუდის სკალა ლოგარითმულია: ერთი ერთეულით ზრდა ნიშნავს, რომ მიწისძვრა დაახლოებით 32-ჯერ მეტ ენერგიას ათავისუფლებს.

ისტორიაში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტულად დაფიქსირებული მიწისძვრა 1960 წლის ჩილეს M9.5 მიწისძვრაა.

მიწისძვრის ყველაზე საშიში შედეგები

ძლიერი მიწისძვრა მხოლოდ მიწის რყევით არ შემოიფარგლება. ზღვის ფსკერის მნიშვნელოვანი გადაადგილების შემთხვევაში მას შეუძლია ცუნამი გამოიწვიოს.

ასევე შესაძლებელია მეწყრებისა და ნიადაგის გათხევადების წარმოქმნა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საშიშია წყლით გაჯერებულ ფხვიერ ნიადაგში, რომელიც ძლიერი რყევის დროს სიმტკიცეს კარგავს და შენობებს აზიანებს.

შეიძლება თუ არა მიწისძვრის პროგნოზირება?

მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რომელი რეგიონებია სეისმურად აქტიური და სად არის ძლიერი მიწისძვრის რისკი მაღალი. თუმცა კონკრეტული მიწისძვრის ზუსტი დროის, ადგილისა და მაგნიტუდის წინასწარ განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია. ამიტომ მთავარი იარაღი მზადყოფნაა - სეისმურად მდგრადი შენობები, უსაფრთხოების წესების ცოდნა და ადრეული გაფრთხილების სისტემები.

მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი მიწისძვრები

ყველაზე მსხვერპილან შემთხვევებს შორისაა:

  • 1556 - შაანსი, ჩინეთი: დაახლოებით 830 000 დაღუპული,
  • 1920 - ჰაიუანი, ჩინეთი: დაახლოებით 200 000 დაღუპული,
  • 1976 - ტანშანი, ჩინეთი: დაახლოებით 250 000 დაღუპული,
  • 2004 - ინდოეთის ოკეანე: მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 227 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლებოდა,
  • 2010 - ჰაიტი: სხვადასხვა შეფასებით 100 000-ზე მეტი დაღუპული,
  • 2023 - თურქეთი და სირია: მიწისძვრების სერიას 50 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება

კილომეტრი
მილი
USD
GEL