Тбилиси

Среда, 04 Февраль

7°
Солнечно

Последующие 24 часа

17 Часов
6°
18 Часов
6°
19 Часов
5°
20 Часов
5°
21 Часов
4°

Ветер и давление

Скорость ветра:

68 kph, WNW

Давление:

101.60 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

8°

1°

WNW

45 %

68 kph

101.60 kpa

16 km

Официальный курс
03 Фев 04 Фев
1 USD 2.6902 2.6893 -0.03%
1 EUR 3.1903 3.1701 -0.63%
100 RUB 3.5068 3.4971 -0.28%
საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება - დეტალური ამინდის პროგნოზი რაიონების მიხედვით
საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება - დეტალური ამინდის პროგნოზი რაიონების მიხედვით

8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, +1, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ - აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, +9, დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, -2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6 -8, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
ზოგან - წვიმა, ზოგან - თოვლი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში
ზოგან - წვიმა, ზოგან - თოვლი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოში
200 მილიონზე მეტ ადამიანს აშშ-ში სტიქიასთან გამკლავება უწევს - დაღუპულია 15-ზე მეტი
200 მილიონზე მეტ ადამიანს აშშ-ში სტიქიასთან გამკლავება უწევს - დაღუპულია 15-ზე მეტი
პორტუგალიაში ატლანტიკური ციკლონი და შტორმია
პორტუგალიაში ატლანტიკური ციკლონი და შტორმია
როგორი ამინდი იქნებას საქართველოში უახლოეს დღეებში?
როგორი ამინდი იქნებას საქართველოში უახლოეს დღეებში?

კილომეტრი
მილი
USD
GEL