Четверг, 29 Январь
6°
Скорость ветра:
24 kph, W
Давление:
101.30 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
7°
2°
W
60 %
24 kph
101.30 kpa
16 km
| 28 Янв | 29 Янв | ||
| 1 USD | 2.6932 | 2.6927 | -0.02% |
| 1 EUR | 3.2009 | 3.2277 | 0.84% |
| 100 RUB | 3.5273 | 3.5344 | 0.2% |
2026 წლის იანვარი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი და დესტრუქციული კლიმატური პერიოდია. სტიქია, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა, 22 იანვარს დაიწყო, როდესაც არქტიკული მორევიდან გამოყოფილი ცივი ჰაერის მასები სამხრეთისკენ დაიძრა და 3 200 კილომეტრზე გადაჭიმული გიგანტური შტორმი წარმოქმნა.
სტიქიამ 48 შტატის ყოველდღიურობა შეცვალა. ქვეყანაში ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა, -12 გრადუსი დაფიქსირდა.
28 იანვრის მონაცემებით, 106 ადამიანია გარდაცვლილი. მილიონზე მეტი აბონენტი სრულ სიბნელესა და სიცივეში დარჩა, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში. ავიაციამაც ისტორიული დარტყმა მიიღო. მხოლოდ 25 იანვარს 10 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა, რამაც ქვეყნის შიგნით გადაადგილება სრულად პარალიზებული გახადა.
ნიუ-იორკი 30-სანტიმეტრიანმა თოვლმა დაფარა, რის გამოც მერმა ზოჰრან მამდანმა ქალაქში საგანგებო, "უსაფრთხოების ლურჯი დონე" გამოაცხადა. დღეს ქალაქში ნალექი მოსალოდნელი არ არის, დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება, მაქსიმალური ტემპერატურით -6°C, ხოლო ღამით ტემპერატურა -17°C-მდე დაიწევს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.