Четверг, 29 Январь
9°
Скорость ветра:
26 kph, WNW
Давление:
101.20 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
9°
6°
WNW
49 %
26 kph
101.20 kpa
16 km
| 28 Янв | 29 Янв | ||
| 1 USD | 2.6932 | 2.6927 | -0.02% |
| 1 EUR | 3.2009 | 3.2277 | 0.84% |
| 100 RUB | 3.5273 | 3.5344 | 0.2% |
პორტუგალიის ჩრდილოეთ რეგიონებს ატლანტიკური ციკლონი „კრისტინა“ დაატყდა თავს. მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ასობით ათასი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ციკლონს მოჰყვა ქარიშხალი, წყალდიდობა და მეწყერი, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
რამდენიმე ქალაქში ქარის ნაკადებმა საათში თითქმის 150 კილომეტრს მიაღწია. შტორმის გამო, რომელსაც პორტუგალიის ხელისუფლებამ „ექსტრემალური კლიმატური მოვლენა“ უწოდა, დაიხურა სკოლები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა და დაზიანდა სახლები.
ენერგოკომპანია E-Redes-ის ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 850 000-ზე მეტი ადამიანი.
დედაქალაქ პორტუგალიაში შეფერხდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება - მათ შორის ლისაბონის ჩრდილოეთთან დამაკავშირებელი მთავარ მაგისტრალზე, ხოლო რკინიგზის ლიანდაგები ხეებითა და ნანგრევებით დაიბლოკა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოიმბრასა და ლეირიას მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ბოლო დღეების განმავლობაში, პორტუგალიაში უკვე მოხდა რამდენიმე შტორმი. გასულ შაბათ-კვირას კი ერთი ადამიანი დაიღუპა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.