Вторник, 23 Декабрь
14°
Скорость ветра:
6 kph, SSW
Давление:
101.90 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
15°
14°
SSW
38 %
6 kph
101.90 kpa
16 km
| 20 Дек | 23 Дек | ||
| 1 USD | 2.6984 | 2.7015 | 0.11% |
| 1 EUR | 3.1606 | 3.1697 | 0.29% |
| 100 RUB | 3.3548 | 3.4107 | 1.67% |
ახალი წლის ღამე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სრულიად განსხვავებული ამინდის პირობებით აღინიშნება. მაშინ, როცა ერთ რეგიონში ადამიანები თოვლიან ქუჩებში ხვდებიან ახალ წელს, სხვაგან – ზაფხულის სიცხეში, სანაპიროებზე ან ტროპიკულ წვიმებში. შესაბამისად, ზოგისთვის თოვლიანი ახალი წელია საოცნებო და ზოგისთვის - მზიანი.
გაგაცნობთ ქვეყნებს, სადაც სინპოტიკოსების ვარაუდით ახალი წლის ღამეს თოვლი იქნება. ახალი წლის ღამეს თოვლის ყველაზე მაღალი ალბათობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო და მაღალ განედებზე დაფიქსირდება.
ევროპის მასშტაბით, თოვლიანი ახალი წელი მოსალოდნელია სკანდინავიის ქვეყნებში: ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში, სადაც დეკემბრის ბოლოს ტემპერატურა ხშირად ნულს ქვემოთაა. ასევე მაღალი შანსია ალპების რეგიონში: შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩრდილოეთ იტალიასა და საფრანგეთის მთიან ზონებში. აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის: პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, რუმინეთსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილში თოვლი ახალი წლის ღამეს ხშირი მოვლენაა, თუმცა მისი ინტენსივობა წლიდან წლამდე იცვლება.
თოვლიანი ახალი წელი პრაქტიკულად გარანტირებულია ჩრდილოეთ აზიაში. ციმბირი, მონღოლეთი და რუსეთის შორეული აღმოსავლეთი წლის ბოლო ღამეს მკაცრ ყინვებსა და თოვლის საფარს ინარჩუნებს. იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილი და ზღვის სანაპირო რეგიონები ასევე ცნობილია ძლიერი თოვლით. ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში, მათ შორის პეკინის შემოგარენში, თოვლი ახალი წლის პერიოდში მოსალოდნელია.
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ახალი წლის ღამე უმეტესად თოვლიანია კანადაში. აშშ-ში თოვლის მაღალი შანსი ფიქსირდება ალასკაში, შუა დასავლეთში, დიდ ტბებთან, ჩრდილო-აღმოსავლეთში და მთიან დასავლეთში.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.