Пятница, 12 Декабрь
7°
Скорость ветра:
7 kph, NW
Давление:
101.60 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
9°
6°
NW
87 %
7 kph
101.60 kpa
16 km
| 12 Дек | 13 Дек | ||
| 1 USD | 2.6991 | 2.6985 | -0.02% |
| 1 EUR | 3.1582 | 3.1640 | 0.18% |
| 100 RUB | 3.4130 | 3.3855 | -0.81% |
მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გრიპის ახალი ტალღა გავრცელდა და ამ სეზონზე შემთხვევათა დიდი ნაწილის მიზეზი ვირუსის ახალი, განსაკუთრებით საშიში შტამი გახდა.
გარდამავალ სეზონზე გრიპისგან თავის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ამინდის ხშირი ცვლილებები და ტემპერატურული მერყეობა ორგანიზმს ასუსტებს. გიზიარებთ 5 ძირითად პრაქტიკულ რჩევა გრიპისგან თავის დასაცავად:
1. ხშირად დაიბანეთ ხელები - გრიპის ვირუსი ძალიან მარტივად ვრცელდება ხელების საშუალებით. ხელების დაბანა თბილი წყლითა და საპნით მინიმუმ 20 წამით მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბანა ქუჩიდან შემოსვლის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნისა და სხვის ნივთებთან კონტაქტის შემდეგ.
2. გააძლიერეთ იმუნიტეტი სწორ კვებითა და ძილის რეჟიმით - იმუნური სისტემა კარგად მუშაობს მაშინ, როცა ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს. ეს კი კვებისა და ძილის რეჟიმით განისაზღვრება. მიირთვით ვიტამინებით მდიდარი საკვები — ციტრუსები, კივი, ბროკოლი, ნუში, რძის ნაწარმი. ყოველდღიურად ეცადეთ 7–8 საათი გეძინოთ, რადგან უძილობა მნიშვნელოვნად ასუსტებსიმუნურ სისტემას.
3. მოერიდეთ ხალხმრავალ სივრცეებს, როცა შესაძლებელია - გრიპის სეზონზე საზოგადოებრივ ადგილებში ვირუსის გავრცელება მაქსიმუმს აღწევს. თუ გაქვთ შესაძლებლობა, მოერიდეთ ხალხმრავალ დახურულ სივრცეებს ან გამოიყენეთ პირბადე.
4. რეგულარულად გაანიავეთ დახურული სივრცეები - ბინაშსა თუ ოფისში ჰაერის ნაკლებმა ცირკულაციამ შეიძლება გაზარდოს ვირუსის გავრცელების რისკი. დღეში რამდენჯერმე 10–15 წუთით ფანჯრის გაღება ამცირებს ვირუსით ინფიცირების რისკს.
5. იზრუნეთ პირად პროფილაქტიკაზე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მკვეთრი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.