Тбилиси

Вторник, 03 Март

4°
Местами солнечно

Последующие 24 часа

9 Часов
5°
10 Часов
6°
11 Часов
7°
12 Часов
9°
13 Часов
10°

Ветер и давление

Скорость ветра:

24 kph, WNW

Давление:

102.20 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

4°

-1°

WNW

75 %

24 kph

102.20 kpa

16 km

Официальный курс
28 Фев 03 Мар
1 USD 2.6759 2.6922 0.61%
1 EUR 3.1581 3.1606 0.08%
100 RUB 3.4619 3.4826 0.6%
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის

ტა­ი­ლან­დი წყალ­დი­დო­ბას ებ­რძვის. უა­მინ­დო­ბამ სულ მცი­რე 33 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­დი­დო­ბამ ქვეყ­ნის სამ­ხრე­თის 10 პრო­ვინ­ცია მო­იც­ვა, მათ შო­რის მა­ლა­ი­ზი­ას­თან მო­სა­ზღვრე ჰატ ია­ი­ში, სა­დაც ბოლო 300 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი და­ფიქ­სირ­და.

ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს დატ­ბო­რი­ლი მან­ქა­ნე­ბი და სახ­ლე­ბი. სა­ხუ­რა­ვებ­ზე მყო­ფი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს ელო­დე­ბი­ან.

გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­საც და­ა­ტყდა თავს. ვი­ეტ­ნამ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი ერთ კვი­რა­ში 98-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო მა­ლა­ი­ზი­ა­ში 19 000-ზე მეტი ადა­მი­ანს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა მო­უ­წია.

ინ­დო­ნე­ზი­ის ეროვ­ნუ­ლი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ სუ­მატ­რა­ში მე­წყრის შე­დე­გად სულ მცი­რე 19 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 7 კი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ტა­ი­ლან­დში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და. თავ­შე­საფ­რებ­ში 13 000 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

„რო­ი­ტე­რის“ ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა და ვერ იღებს დახ­მა­რე­ბას.

ტა­ი­ლან­დის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა, რომ­ლებ­საც კრი­ზის­ზე რე­ა­გი­რე­ბა და­ე­ვა­ლათ, გა­ნა­ცხა­დეს, რომ 14 გე­მის­გან შემ­დგა­რი ფლო­ტი მზა­დაა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს.

სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გემ­ზე მყო­ფი სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბი მას „მცუ­რავ სა­ა­ვად­მყო­ფოდ“ გა­და­ა­კე­თე­ბენ.

მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ნა­ვე­ბი, მა­ღა­ლი გამ­ტა­რო­ბის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი და ჰიდ­რო­ციკ­ლე­ბი.

სამ­შა­ბათს, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა სონგხლა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და.

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში წე­ლი­წა­დის ამ დროს ძლი­ე­რი სე­ზო­ნუ­რი წვი­მე­ბი ხში­რია. ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა ვი­ეტ­ნა­მის დე­და­ქა­ლა­ქის ნა­წი­ლე­ბიც დატ­ბო­რა. ვი­ეტ­ნა­მის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 2025 წლის ბო­ლომ­დე ქვე­ყა­ნას კი­დევ სამი ძლი­ე­რი შტორ­მი და­ა­ტყდე­ბა თავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?

კილომეტრი
მილი
USD
GEL