Тбилиси

Вторник, 18 Ноябрь

17°
Солнечно

Последующие 24 часа

18 Часов
15°
19 Часов
13°
20 Часов
12°
21 Часов
10°
22 Часов
10°

Ветер и давление

Скорость ветра:

6 kph, S

Давление:

102.40 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

18°

17°

S

48 %

6 kph

102.40 kpa

16 km

Официальный курс
18 Ноя 19 Ноя
1 USD 2.7080 2.7078 -0.01%
1 EUR 3.1424 3.1367 -0.18%
100 RUB 3.3332 3.3394 0.19%
თბილისში უდაბნოს მტვრის მასა გავრცელდა: რა დაავადებებს იწვევს დაბინძურებული ჰაერი
თბილისში უდაბნოს მტვრის მასა გავრცელდა: რა დაავადებებს იწვევს დაბინძურებული ჰაერი

ბოლო დღე­ებ­ში თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში და­ფიქ­სირ­და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­გან­გა­შო მა­ტე­ბა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში PM2.5 (უმ­ცი­რე­სი ზო­მის მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის) დო­ნემ საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა: ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მო) რე­კო­მენ­დე­ბულ ნორ­მა­ზე 3.6-ჯერ მეტი იყო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ეს არ არის უბ­რა­ლო ნის­ლი – ეს არის უშუ­ა­ლო საფრ­თხე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი, თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბი ამ პრობ­ლე­მას ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ გრძნო­ბენ.

რამ გა­მო­იწ­ვია ჰა­ერ­ში მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10 და PM2.5) მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია - გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი გან­მარ­ტე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დრომ­დე ფიქ­სირ­დე­ბა ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10 და PM2.5) მო­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხრე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით.

ასევე დაგაინტერესებთ 12:58 / 17-11-2025რამ გამოიწვია ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მაღალი კონცენტრაცია - გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავსგა­სულ დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბა მცი­რე­დით შე­სუს­ტე­ბუ­ლია. პრო­ცე­სი სი­ნოპ­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კლე­ბა მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რა არის "ტრანსსა­სა­ზღვრო მტვე­რი“

ჯან­დაც­ვი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ამ დღე­ებ­ში ნა­წი­ლობ­რივ„ ტრანსსა­სა­ზღვრო ხა­სი­ა­თი­საა და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სამ­ხრე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით". თუმ­ცა, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე გან­მარ­ტავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ატ­მოს­ფე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი ყო­ველ­თვის ხდე­ბა, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა "ძა­ლი­ან ცუდი გა­ნი­ა­ვე­ბაა", რაც ამ მტვრის მა­სებს ქა­ლაქ­ში აკა­ვებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სუ­დან ჯა­ყე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, PM2.5 ნა­წი­ლა­კი ადა­მი­ა­ნის თმის ღერ­ზე 30-ჯერ პა­ტა­რაა და მას შე­უძ­ლია ფილ­ტვის ბა­რი­ერს გას­ცდეს და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­ში მოხ­ვდეს.

რას იწ­ვევს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი (PM2.5):

ეს არის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის კან­ცე­რო­გე­ნი. გრძელ­ვა­დი­ა­ნად ზრდის სიმ­სივ­ნეს, გუ­ლი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. საგ­რძნობ­ლად ასუს­ტებს იმუ­ნი­ტეტს. ტრანსსა­სა­ზღვრო მტვრის შემ­თხვე­ვა­ში, ნინო ჩხო­ბა­ძის თქმით, ეს იწ­ვევს ალერ­გი­ებს, წნე­ვის მა­ტე­ბას, სა­სუნ­თქი სის­ტე­მე­ბის პრობ­ლე­მებს და თა­ვის ტკი­ვი­ლებს.

ჰაე­რის ჩამ­კე­ტი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი

"სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ თბი­ლის­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ ფაქ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა. მისი თქმით, ქა­ლა­ქის "ქა­რის ვარ­დის" შეც­ვლა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის უკონ­ტრო­ლო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გამო, ახალ სუ­რათს ქმნის ქა­ლა­ქის ფილტრა­ცი­ის კუ­თხით.

თბი­ლის­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო­ე­ბი:

ტრან­სპორ­ტი და მა­გის­ტრა­ლე­ბის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა: დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მან­ქა­ნე­ბი და სა­ცო­ბე­ბი და­ბინ­ძუ­რე­ბის მთა­ვა­რი წყა­როა.მშე­ნებ­ლო­ბე­ბი: PM ნა­წი­ლა­კე­ბის მა­ტე­ბა ძი­რი­თა­დად მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა, რად­გან სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი არ არის სა­თა­ნა­დოდ შე­ფუ­თუ­ლი და გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი.

გა­ნი­ა­ვე­ბის პრობ­ლე­მა: უკონ­ტრო­ლო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გამო, ჩა­კე­ტი­ლია ქა­ლა­ქი, რის გა­მოც ვა­კეც კი, რო­მე­ლიც ადრე ნი­ავ­დე­ბო­და, დღეს პრობ­ლე­მურ უბ­ნებს შო­რი­საა (ნავ­თლუ­ღი­სა და სა­ბურ­თა­ლოს მსგავ­სად).

ნინო ჩხო­ბა­ძე მწვა­ვედ აფა­სებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ და უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი­დან მძი­მე ფაქტს იხ­სე­ნებს:

"ამ თე­მა­ზე პა­ტა­რა აქ­ცი­ე­ბიც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მით უმე­ტეს მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი. არა­ვინ ფიქ­რობს, რომ ეს არის უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან ჩვენს მო­მა­ვალს ეხე­ბა. გახ­სოვთ ცოტა ხსნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ტექ­სტის აღ­ქმის პრობ­ლე­მა­ზე? – 1998 წელს მე პი­რა­დად გა­ვი­ტა­ნე ეს სა­კი­თხი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე და ვთქვი, რომ თუ დრო­უ­ლად არ ავ­კრძა­ლავთ ტეტ­რა­ე­თილ ტყვი­ას, რამ­დე­ნი­მე წელ­ში გვექ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, როცა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ვერ აღიქ­ვამ­და ტექსტს. ას­რულ­და თუ არა? - საქ­მე ეხე­ბო­და ტრან­სპორ­ტი­დან და საწ­ვა­ვი­დან ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბის თე­მას. მა­ში­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა დაგ­ვჭირ­და... ვერ აღიქ­ვამ­დნენ პრობ­ლე­მად. დღეს ჩვენ დაგ­ვიდ­გა ეს შე­დე­გი.“

რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და რო­გორ და­ვიც­ვათ თავი?

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა კრი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრი­ტი­კულ დღე­ებ­შიც კი არ გა­ავ­რცე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბა. ნინო ჩხო­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია ამ დროს:

"გა­ავ­რცე­ლოს გან­ცხა­დე­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ (რო­გორც ეს სხვა დროს ხდე­ბა).გა­აფრ­თხი­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ მა­ღა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში: მო­ე­რი­დონ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს გა­რეთ. იხ­მა­რონ პირ­ბა­დე­ე­ბი და რეს­პი­რა­ტო­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­მა, ვის­თვი­საც ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­შია.„კარ­გია, რომ შა­ბათ-კვი­რა და­ემ­თხვა და ხალ­ხი მა­ინც სახ­ლებ­ში იყო. თუმ­ცა, მძლავ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა არ იყო, თო­რემ მაგ დროს გან­ცხა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ჩხო­ბა­ძე.

ნინო გიგიშვლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი- გაიგეთ დეტალური ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი- გაიგეთ დეტალური ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით
საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
თბილისში 23 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში
თბილისში 23 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება საქართველოს სხვა რეგიონებში
ეზოს მცენარეების მოვლა ნოემბერში - პრაქტიკული რჩევები სიცივესთან გასამკლავებლად
ეზოს მცენარეების მოვლა ნოემბერში - პრაქტიკული რჩევები სიცივესთან გასამკლავებლად

კილომეტრი
მილი
USD
GEL