Тбилиси

Вторник, 10 Март

9°
Облачно

Последующие 24 часа

18 Часов
8°
19 Часов
7°
20 Часов
6°
21 Часов
5°
22 Часов
5°

Ветер и давление

Скорость ветра:

20 kph, E

Давление:

103.60 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

9°

6°

E

49 %

20 kph

103.60 kpa

16 km

Официальный курс
10 Мар 11 Мар
1 USD 2.7470 2.7438 -0.12%
1 EUR 3.1755 3.1924 0.53%
100 RUB 3.5149 3.4831 -0.9%
ტროპიკული ქარიშხალი „ფენგშენი“ ფილიპინებში — ათასობით ევაკუირებული და რვა გარდაცვლილი
ტროპიკული ქარიშხალი „ფენგშენი“ ფილიპინებში — ათასობით ევაკუირებული და რვა გარდაცვლილი

ტროპიკულმა ქარიშხალმა "ფენგშენმა" ფილიპინებში ძლიერი წვიმები, წყალდიდობა და მსხვერპლი გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია 8ადამიანი, ხოლო დაახლოებით 27 000 მოქალაქე იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა

ქარიშხალი ხმელეთზე დაიწყო ლუზონის კუნძულის სამხრეთით, გუბატის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს, დასავლეთ წყნარი ოკეანიდან. მიუხედავად იმისა, რომ "ფენგშენი" შედარებით სუსტი ქარიშხალია ქარის სიჩქარის თვალსაზრისით, მან მძლავრი ნალექი და შტორმის ტალღები მოიტანა, რამაც ადგილობრივ ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ფილიპინების მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (Pagasa) გამაფრთხილებელი შეტყობინება გაავრცელა ორი მეტრის სიმაღლის ტალღებისა და სანაპირო დატბორვის საფრთხის შესახებ. შედეგად, ალბაის პროვინციაში ათასობით ადამიანი დროულად იქნა ევაკუირებული.

მიუხედავად პრევენციული ზომებისა, ხის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა პიტომგოს მახლობლად. საბოლოოდ მსხვერპლის რაოდენობა 8 ადამიანამდე გაიზარდა.

ფენგშენის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ფილიპინების ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში მომხდარმა მიწისძვრებმა 87 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პროგნოზის მიხედვით, ქარიშხალი მომდევნო დღეებში გადაივლის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და შესაძლოა გაძლიერდეს, ქარის სიჩქარით 70 მილი საათში, რის შემდეგაც მიმართულებას ვიეტნამისკენ შეიცვლის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონების მიხედვით
ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონების მიხედვით
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?
სად შეიზღუდა მოძრაობა დიდთოვლობის გამო?
სიცივე და დროგამოშვებით ნალექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
სიცივე და დროგამოშვებით ნალექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა
გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება - საქართველოში კვლავ უამინდობაა

კილომეტრი
მილი
USD
GEL