Тбилиси

Понедельник, 08 Декабрь

6°

Последующие 24 часа

6 Часов
6°
7 Часов
6°
8 Часов
6°
9 Часов
6°
10 Часов
6°

Ветер и давление

Скорость ветра:

0 kph, CLM

Давление:

102.00 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

8°

6°

CLM

100 %

0 kph

102.00 kpa

1 km

Официальный курс
05 Дек 06 Дек
1 USD 2.7016 2.7005 -0.04%
1 EUR 3.1522 3.1461 -0.19%
100 RUB 3.5078 3.5494 1.19%
სტიქია საქართველოში
სტიქია საქართველოში

გასული 2 დღის განმავლობაში სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. ძლი­ერ­მა წვი­მამ, ქარ­მა და შტორმ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. სტი­ქი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აჭა­რა­ში.

კერ­ძოდ, ბა­თუმ­ში სა­ნა­პი­რო­ზე შტორ­მა საპ­ლა­ჟო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნა. ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის შე­დე­გად პარ­კებ­სა და სკვე­რებ­ში ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი წა­იქ­ცა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი წა­იქ­ცა, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბა­თუმ­ში ძლი­ე­რი ქარი და წვი­მა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სირ­და და ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე 4-5 ბა­ლამ­დე შტორ­მი და ძლი­ე­რი ქარი ფიქ­სირ­დე­ბა.

აჭა­რა­ში, მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში მდი­ნა­რე მა­ჭა­ხე­ლას ადი­დე­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდი­ნა­რე კა­ლა­პო­ტი­დან გა­და­ვი­და და რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და სა­ყა­ნე მი­წე­ბი დატ­ბო­რა. მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს.

რო­გორც ხელ­ვა­ჩა­უ­რის მე­რი­ა­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მა­თი­ვე თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ად­გილ­ზე არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

სო­ფელ დო­ხო­ძე­ებ­ში მე­წყერ­მა ვარ­შა­ნი­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ან­გრია. ღა­მის სა­ა­თებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრის დროს სახ­ლში 8 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა მო­ა­ხერ­ხეს. ორი მათ­გა­ნი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას აჭა­რის მა­უ­წყე­ბე­ლი ავ­რცე­ლებს.

ქე­და­ში, სო­ფელ ლა­შე­ში თოვ­ლი მო­ვი­და. ქე­დის სო­ფელ კო­ლო­ტა­ურ­ში უა­მინ­დო­ბის და ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, გზა ჩა­ინ­გრა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი „ფორ­მუ­ლას­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ სო­ფე­ლი გარე სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლია.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უა­მინ­დო­ბა 21 სექ­ტემ­ბრამ­დე გას­ტანს. გაფრ­თხი­ლე­ბა მე­ტე­ო­რო­ლო­გებ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, რო­გორც სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში იყო ნათ­ქვა­მი, მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნო მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

"21 სექ­ტემ­ბრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ზღვა­ზე 4-6 ბა­ლამ­დე შტორ­მი.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნო მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე მა­ღა­ლი),“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე გრძელდება
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
ტაილანდი წყალდიდობას ებრძვის
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
საქართველოში ჰაერის გაწმენდა დაიწყო - მყარი ნაწილაკების კლებას ხელი მეტეოროლოგიურმა პროცესებმა შეუწყო
ჟინ­ვა­ლი-ბა­რი­სა­ხო-შა­ტი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზაზე უამინდობის გამო შეზღუდვებია
ჟინ­ვა­ლი-ბა­რი­სა­ხო-შა­ტი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზაზე უამინდობის გამო შეზღუდვებია

კილომეტრი
მილი
USD
GEL