Суббота, 13 Сентябрь
Скорость ветра:
9 kph, SE
Давление:
102.00 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
19°
17°
SE
93 %
9 kph
102.00 kpa
2 km
12 Сен | 13 Сен | ||
1 USD | 2.6939 | 2.7002 | 0.23% |
1 EUR | 3.1473 | 3.1679 | 0.65% |
100 RUB | 3.1523 | 3.2114 | 1.87% |
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ურთულესი გახდა, რადგან ატმოსფეროში უამრავი და ძალიან სწრაფი ცვლილებებია...
არის თუ არა მკვეთრი ცვლილებები და როგორი ამინდები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი გაგვაცნობს...
- ქალბატონო თამარ, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ უჩვეულო ამინდები და მკვეთრი ცვლილებებია...
- სექტემბერი ბუნებრივად გარდამავალი პერიოდია ზაფხულიდან შემოდგომაზე, ამიტომ ამ დროს სეზონური ცვლილებები ყოველთვის შეიმჩნევა. დასავლეთ საქართველოში ხშირად შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთში სექტემბერი უფრო ნაკლებ ნალექიანია. თუმცა არ ვართ დაზღვეულები უხვნალექიანი დღეებისგანაც, მიმდინარე კვირაში სწორედ ასე განვითარდა მოვლენები, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში ძლიერი ნალექები აღინიშნა. გარდა ამისა, აღმოსავლეთში დღის და ღამის ტემპერატურას შორის განსხვავება საკმაოდ საგრძნობი ხდება. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, ამინდის პროგნოზი ყველაზე ზუსტია მხოლოდ უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც სიზუსტე თანდათან იკლებს.
- როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?
- უახლოესი ამინდის პროგნოზით, 14 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდი. 15 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთში მხოლოდ რამდენიმე რაიონში გაგრძელდება წვიმა. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოიმატებს და 30–32 გრადუსამდე ავა, აღმოსავლეთში კი 27–29 გრადუსს მიაღწევს. უახლოესი ოთხი დღე აღმოსავლეთში მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდი, ტემპერატურით 17–22 გრადუსის ფარგლებში.
მანანა გაბრიჭიძე
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.