Пятница, 01 Август
Скорость ветра:
2 kph, N
Давление:
101.00 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
29°
29°
N
44 %
2 kph
101.00 kpa
16 km
31 Июл | 01 Авг | ||
1 USD | 2.7067 | 2.7061 | -0.02% |
1 EUR | 3.1230 | 3.0936 | -0.94% |
100 RUB | 3.3103 | 3.3761 | 1.99% |
ევროპა ტყის ხანძრებისა და გამანადგურებელი სიცხის ტალღისგან იტანჯება. ძლიერი ქარის, გვალვისა და მაღალი ტემპერატურის საშიში კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგებს იწვევს. მთელი ივლისის განმავლობაში, საბერძნეთიდან თურქეთსა და იტალიამდე, გადამწვარი ბუნების აპოკალიფსური კადრები ვრცელდება.
იტალია
იტალიაში, სარდინიის კუნძულზე შეშინებული დამსვენებლები ნავებით გარბოდნენ პლაჟებიდან, რადგან ხანძარი ვრცელდებოდა. დრამატული სცენები 27 ივლისს, სამხრეთ სარდინიაში განვითარდა, სადაც ცეცხლი სანაპიროსკენ მიიწევდა და ათობით დამსვენებელი ხაფანგში მოაქცია. ტურისტები ნავებით გაიყვანეს და გადაარჩინეს, ხოლო მათ უკან მრავალი მანქანა ცეცხლში იყო გახვეული. ოფიციალური პირების განცხადებით, ძლიერი ქარი ხელს უშლიდა სამაშველო ოპერაციებს.
თურქეთი
ამასობაში, თურქეთში ტემპერატურამ ეროვნულ დონეზე რეკორდს, 50°C-ს მიაღწია, რამაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით მაცხოვრებელი აიძულა სიცოცხლის გადასარჩენად გაქცეულიყო. ადამიანები, რომლებიც ხანძარს ებრძვიან, თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აპოკალიფსურს უწოდებენ.
ხანძრის გავრცელებისას სამხრეთ თურქეთში, 25 ივლისს პირველად დაფიქსირდა ყველა დროის ყველაზე მაღალი ტემპერატურა. სირნაქის პროვინციის ქალაქ სილოფში ტემპერატურამ 50.5C -ს მიაღწია და 2021 წელს დაფიქსირებული 49.1C რეკორდი მოხსნა. უპრეცედენტო სიცხემ სოფლის დიდი ნაწილი გამხმარ ტყედ აქცია, რამაც ათობით ტყის ხანძარი გამოიწვია იზმირში, ჰათაიში, ბურსაში, ქარაბუქში, ესკიშეჰირში და მის ფარგლებს გარეთ.
იზმირის პროვინცია, ივნისის ბოლოს 41 დასახლებიდან ათასობით მაცხოვრებელმა დატოვა, მას შემდეგ, რაც ხანძრებმა მთელი სოფლები მოიცვა. მოგვიანებით ხანძარმა ჰათაის მიაღწია, რასაც კიდევ 2 000 ადამიანის ევაკუაცია მოჰყვა. დადასტურებულია, რომ გარდაიცვალა 17 ადამიანი, მათ შორის მოხალისე მეხანძრეები და ადგილობრივები.
მხოლოდ ბურსაში, თითქმის 1 800 მაცხოვრებელი დარჩა სახლის გარეშე. მხოლოდ ამ ტერიტორიაზე საგანგებო სამსახურის 1 900 თანამშრომელი იბრძოდა რამდენიმე აქტიური ხანძრის ჩასაქრობად. ინტერნეტში გაზიარებულ კადრებში ჩანს სქელი, შავი კვამლი. ავტომაგისტრალებზე შეშინებული ოჯახები დგანან, რომლებიც ნივთებს მანქანებში ტვირთავენ, ციდან კი ცეცხლის ნაპერწკლები ცვივა.
"ჩვენ დღე და ღამე მზადყოფნაში ვართ 27 თვითმფრინავით, 105 ვერტმფრენით, თითქმის 6 000 სახმელეთო მანქანით, 25 000 გმირი სატყეო პერსონალით და 132 000 მოხალისით", - დაწერა X-ზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
საბერძნეთი
საბერძნეთში ასობით მეხანძრე ებრძვის უკონტროლო ხანძრებს, რომლებიც კრეტიდან ევბეამდე და პელოპონესამდე ვრცელდება, ადგილობრივებსა და დამსვენებლებს მოუწოდეს დაეტოვებინათ კვამლის ღრუბლებში გახვეული სახლები და სასტუმროები. ივლისში მასიური ხანძარი გაჩნდა კრეტაზე, იერაპეტრას მახლობლად, ცეცხლი ბუჩქებსა და მთის არეალში გავრცელდა. ოფიციალურად 1 500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა გავრცელებული ცნობებით, 5 000-მდე ტურისტმა დამოუკიდებლად დატოვა ქვეყანა, რადგან ხანძარი სახიფათოდ მიუახლოვდა სანაპირო კურორტებს. ევბეა, კიტირა, ატიკა და პელოპონესი წითელ ზონაში არიან. ხელისუფლებამ ხანძართან ბრძოლას "ტიტანური ბრძოლა“ უწოდა.
სხვა ევროპული ქვეყნები
მხოლოდ ეს სამი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ ზაფხულს ტყის ხანძრებს ებრძვის. კვიპროსი, ესპანეთი, ალბანეთი და მონტენეგრო ბოლო თვეში ასევე დიდ ხანძრებს ებრძოდნენ.
კვიპროსში, გასულ კვირას გამანადგურებელი ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანდაზმული წყვილი, რომელიც ცეცხლს მანქანით გაურბოდა, ცოცხლად დაიწვა.
ალბანელი მეხანძრეები ასევე ათობით ხანძარს ებრძვიან, სიცხის ტალღისა და სავარაუდო დივერსიის კომბინაციის გამო. პარასკევს, დელვინაში დაახლოებით 2 000 მაცხოვრებელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები.
ბულგარეთში, მაღალი ტემპერატურის შედეგად, 11 რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა. ამ დროისთვის ქვეყანა ცდილობს 230-ზე მეტი ხანძრის ზონის შეკავებას.
კოსოვოში ხანძრის 17 ხანძრის ჩაქრობა შეძლეს თუმცა 12 კვლავ აქტიურია. მეხანძრეების ცნობით, პრიზრენში, ფერმაში ხანძრის გაჩენის შედეგად რვა ძროხა დაიღუპა. სხვა რეგიონში ხანძარმა ასევე 40 ცხვარი მოკლა.
საფრანგეთში, სწრაფად გავრცელებულმა ხანძარმა მარსელის მახლობლად, 8 ივლისს, დაახლოებით 100 ადამიანი დააზიანა. განადგურდა 10 სახლი და აუცილებელი გახდა 400 მაცხოვრებლის ევაკუაცია, ხოლო მარსელ-პროვანსის აეროპორტმა დროებით შეაჩერა ყველა ფრენა. ხანძარმა დაწვა დაახლოებით 350 ჰექტარი ლე პენ-მირაბოს რაიონში, რამაც გამოიწვია მაგისტრალების, სარკინიგზო სერვისების და გვირაბების დახურვა ქალაქში და მის გარეთ.
ნინო გიგიშვილი
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.