Четверг, 31 Июль
Скорость ветра:
11 kph, ESE
Давление:
100.80 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
39°
36°
ESE
38 %
11 kph
100.80 kpa
16 km
30 Июл | 31 Июл | ||
1 USD | 2.7070 | 2.7067 | -0.01% |
1 EUR | 3.1344 | 3.1230 | -0.36% |
100 RUB | 3.3058 | 3.3103 | 0.14% |
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბურსას მიმდებარე ტყიან მთებში კვლავ ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ახალი კერების გაჩენას ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ერთ-ერთ მიმდებარე ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 55 გრადუსს მიაღწია. გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
ამ დროისთვის, 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მთავრობამ ორი პროვინცია, იზმირი და ბილეჩიქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ანტალიის პროვინციაშიც.
დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ბურსას მერის, მუსტაფა ბოზბეის, განცხადებით, ერთ-ერთი მეხანძრე სამუშაოს შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლებიდან 1765 ადამიანი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული.
თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ, განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სახანძრო ჯგუფებმა შაბათს 76 ცალკეული ხანძარი ჩააქრეს, რომელთაგან 28 ტყეში იყო.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.