Тбилиси

Четверг, 31 Июль

34°
Солнечно

Последующие 24 часа

13 Часов
35°
14 Часов
36°
15 Часов
36°
16 Часов
36°
17 Часов
36°

Ветер и давление

Скорость ветра:

9 kph, S

Давление:

100.90 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

37°

34°

S

43 %

9 kph

100.90 kpa

16 km

Официальный курс
30 Июл 31 Июл
1 USD 2.7070 2.7067 -0.01%
1 EUR 3.1344 3.1230 -0.36%
100 RUB 3.3058 3.3103 0.14%
„საქართველოში აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია ჩრდილში 40-42 გრადუსი“ - გარემოს დამცველი­ ნინო ჩხობაძე
„საქართველოში აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია ჩრდილში 40-42 გრადუსი“ - გარემოს დამცველი­ ნინო ჩხობაძე

2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე­ ცხელ წელიწადად ჩაითვალა, რადგან მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. არც მიმდინარე წელი იქნება გამონა­კლისი... "კვირის პალიტრა" "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელ, გარემოს დამცველ­ ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.

- თუ გახსოვთ, 2024 წლის მაის-ივნისი ძალიან წვიმიანი იყო და ასე იყო წელსაც. ამ პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერა­ტურა დაფიქსირდა - 40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მანამდეც, 1-2 დღეს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ მერე ისევ დაეცა, ახლა კი უკვე ხანგრძლივად, თითქმის ორი კვირაა 36 და მეტი გრადუსი ფიქსირდება, რაც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის.­ სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა, და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში.

- აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდება?

- აღმოსავლეთ საქართველოშიც მომატებულია ტენიანობა, განსაკუთრებით თბილისში. ამ დროს აორთქლების პროცენტი მატულობს, რაც პრობლემურია მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის. ისინი მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზეს. რაც შეეხება­ ბავშვებს, მშობლებს­ ვურჩევ, შუადღეს გარეთ არ გაუშვან, რადგან ბავშვები­ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მზის სხივების მიმართ. ბოლო წლებში ტემპერატურა ძალიან მაღალია, ცხელი დღეები გახანგრძლივებულია, რაც ჩვენთვის უჩვეულოა.

პრობლემაა ისიც, რომ მიუხედავად­ მაის-ივნისის უხვი ნალექისა, წყლის ნაკლებობა­ მაინც შეინიშნება. ამიტომაც ძალიან უჭირს სოფლის მეურნეობას. პრობლემაა მწერები და მავნებლებიც, სიცხეში ისინი კარგად მრავლდებიან (ჩვენ ამას აფეთქებას ვუწოდებთ) და დიდი ზიანის მოტანა შეუძLლიათ. კლიმა­ტის ცვლილება­ უარყოფითად აისახება­ როგორც სოფლის მეურნეობაზე, ასევე ტყეებზე - მაღალი ტემ­პერატურისას მოსალოდნელია ტყის ხანძრები.­

- როგორი პროგნოზი გაქვთ?

- ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე განვითარდა მეწყრული პროცესები და წყალდიდობები. წყლის უცაბედი მოვარდნა დაფიქსირდა ლენტეხსა და გურიაში. მეწყერი­ ჩამოწვა ხარაგაულსა და კახეთის ზონაშიც. პროგნოზის თანახმად, შესაძლოა ეს პროცესები გაძლიერდეს.

- ამას როდის ვარაუდობთ?

- აგვისტო-სექტემბერში ველოდებით­ მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ამიტომ ყველგან აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი. მოსახლეობაც­ მობილიზებული უნდა იყოს. ბევრი მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია და ჩვენც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა.

- მონიტორინგში რა იგულისხმება?

- ყველა ასეთ ზონაში მუშაობენ გეოლოგების დასავლეთისა და აღმოსავლეთის­ ჯგუფები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითებით, რისკის ზონებში მუშაობენ სპეციალისტები და აკვირდებიან რისკის ზონებს, ცხელ წერტილებს...

- ეს შოვის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო?

- შოვის ტრაგედიის შემდეგ ეს სამსახური გაძლი­ერდა. მართალია, სპეციალისტების ნაკლებობაა, მაგრამ ისე არიან გადანაწილებული, რომ კავშირი ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვთ და ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიან. სააგენტომ გამოაქვეყნა ბოლო, 2024 წლის ბიულეტენი, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა კერა და პრობლემა.

- წლევანდელი ზაფხული რით არის განსხვავებული?

- წელს უფრო მეტი ნალექი იყო, ამასთან, სხვადასხვა ციკლონი წამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაგრამ წვიმიანი­ ამინდებიც გვექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია 40-42 გრადუსი, ახლა კი ამინდის პროგნოზში ვხედავთ,­ რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის ამ ნიშნულამდე აწევა.

განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
საქართველოში 41 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი
საქართველოში 41 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი
მიწისძვრა და ცუნამი რუსეთში - ბიძგების გაგრძელება მინიმუმ 1 თვის განმავლობაშია მოსალოდნელი
მიწისძვრა და ცუნამი რუსეთში - ბიძგების გაგრძელება მინიმუმ 1 თვის განმავლობაშია მოსალოდნელი
17 დაღუპული, 3500 ევაკუირებული - თურქეთში, ხანძრის გამო, რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
17 დაღუპული, 3500 ევაკუირებული - თურქეთში, ხანძრის გამო, რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
აპოკალიფსური ზაფხული ევროპაში - რამდენიმე ქვეყანა ხანძარს ებრძვის
აპოკალიფსური ზაფხული ევროპაში - რამდენიმე ქვეყანა ხანძარს ებრძვის

კილომეტრი
მილი
USD
GEL