Тбилиси

Четверг, 03 Июль

17°
Облачно

Последующие 24 часа

2 Часов
16°
3 Часов
16°
4 Часов
16°
5 Часов
16°
6 Часов
15°

Ветер и давление

Скорость ветра:

37 kph, NW

Давление:

101.40 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

18°

17°

NW

67 %

37 kph

101.40 kpa

16 km

Официальный курс
03 Июл 04 Июл
1 USD 2.7203 2.7195 -0.03%
1 EUR 3.2029 3.2090 0.19%
100 RUB 3.4550 3.4546 -0.01%
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?

ევროპაში უჩვეულო სიცხეა, საქართველოში კი საკმაოდ გრილი და ნალექიანი ზამთარი. ევროპის ცხელ ამინდებთან საქართველოს ამინდის კონტრასტზე ambebi.ge-ს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი ესაუბრა.

"ივნისის თვეში ევროპა მოიცვა თბურმა ტალღამ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე დამყარდა სტაბილური მაღალი წნევის არე, მაღალი ტემპერატურული ფონით, როგორც მიწისპირზე, ასევე ატმოსფეროს ზედა ფენებში. ასეთ შემთხვევაში საუბარია ე.წ. "თბურ თაღზე“, რომელთანაც დაკავშირებულია ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურები. საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში და იტალიაში +44, +46 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ექსტრემალური სიცხეები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება საქართველოს, აქ პირიქით, ივნისის ბოლო კვირას საშუალო მრავალწლიურ ნორმასთან შედარებით დაბალი ტემპერატურები დაფიქსირდა, ასეთ კონტრასტს ევროპასთან იწვევს კავკასიის ჩრდილოეთით წარმოქმნილია დაბალი წნევის არე, ციკლონური ზემოქმედებით. სწორედ მისი გავლენის დამსახურებაა საქართველოში ბოლო დღეებში დაფიქსირებული შედარებით დაბალი ტემპერატურები. ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ცივი ჰაერის მასა. 3 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ტემპერატურა +20+25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6 ივლისიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს" - განაცხადა პაპაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
დიდთოვლობა და წყალდიდობა აფრიკაში - სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა
დიდთოვლობა და წყალდიდობა აფრიკაში - სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა
14-15 ივნისს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
14-15 ივნისს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

კილომეტრი
მილი
USD
GEL