Тбилиси

Среда, 18 Июнь

26°
Солнечно

Последующие 24 часа

17 Часов
25°
18 Часов
25°
19 Часов
24°
20 Часов
22°
21 Часов
21°

Ветер и давление

Скорость ветра:

33 kph, NW

Давление:

101.60 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

25°

26°

NW

31 %

33 kph

101.60 kpa

16 km

Официальный курс
17 Июн 18 Июн
1 USD 2.7288 2.7283 -0.02%
1 EUR 3.1602 3.1553 -0.16%
100 RUB 3.4651 3.4711 0.17%
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი

როგორი ზაფხული გვექნება? - ეს კითხვა ყველანაირი გემოვნების, მოთხოვნილების, მრწამსის, ინტერესისა და ხასიათის ადამიანს­ აღელვებს. ამ თემაზე "კვირის პალიტრის" კითხვებს­ უპასუხებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა­ ქოქოსაძე:

- ზაფხული იქნება ცხელი და ნაკლებ­ნალექიანი. პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა საერთოდ არ იქნება. ზაფხულის ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. შესაძლებელია სეზონის ცალკეულ პერიოდებში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდებიც - თბური ტალღები, გვალვა­ ან ძლიერი ნალექები.

- ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ახლანდელი პერიოდი იმაზე გრილია, ვიდრე გვახსოვს...

- ზაფხული ხომ სულ ახალი დაწყებულია...

- კი, მაგრამ აგერ შუაგულ მაისში თოვდა.

- კლიმატურ ცვლილებას თუ გადავავლებთ თვალს, ბოლო წლებში გაზაფხულსა­ და შემოდგომაზე ტემპერატურის კლების ტენდენცია მიდის, ანუ უფრო გრილი გაზა­ფხული და გრილი შემოდგომა გვაქვს წინა 30 წელთან შედარებით. განსაკუთრებით აპრილში შეინიშნება ტემპერატურის კლება, მაგრამ ასე არ ხდება ზაფხულში. პირიქით,

ბოლო წლებში ზაფხული სულ უფრო და უფრო ცხელია, იმ პერიოდშიც, როდესაც ცოტა გრილი უნდა იყოს, მაინც ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.ცხელმა პერიოდმაც შედარებით გადაინაცვლა. ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე იყო ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი და შუა რიცხვების შემდეგ უფრო აგრილება შეინიშნებოდა.

- 19 აგვისტოს, ფერისცვალების შემდეგ...

- დიახ, ნათქვამია, ფერისცვალების დროს პირველი ყინულის ნაჭერი ჩავარდება წყალშიო. ამის შემდეგ ტემპერატურის კლება შეინიშნებოდა, ზაფხული ძალას კარგავდა. ახლა ცხელმა პერიოდმა უფრო გადაინაცვლა და აგვისტოა ყველაზე ცხელი. ასე გრძელდება სექტემბრის დასაწყისშიც. ბოლო­ წლებში ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაფიქსირებულა - 40-41 გრადუსი, რაც წინა, 30-წლიანი პერიოდისთვის იშვიათობა იყო. ამდენად კლიმატის ცვლილება საქართველოზეც გავლენას ახდენს, კლიმატური ნორმა უფრო დათბობისკენ მიდის. ზაფხულის ძალიან ცხელი­ პერიოდები გახშირდა. გვაქვს ახალი მაქსიმუმების ე.წ. რეკორდი, ან შეიძლება ახალი მაქსიმუმი არ დაფიქსირდეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურის პერიოდი იყოს ჩვეულზე ხანგრძლივი.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, 7-10 დღის განმავლობაში 39 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის­ ტემპერატურა. შესაძლოა 39 გრადუსი არ არის იშვიათი შემთხვევა, თუნდაც თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ, მაგრამ ის, რომ მთელი 10 დღის განმავლობაში 39 გრადუსი იყოს, ეს უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზაფხულის მთლიან შეფასებაზე.თუ ვთქვათ, რაღაც პერიოდი გრილია, მაგალითად, ზაფხულის დასაწყისი - ბოლო წლებში ივნისი გრილია ხოლმე, - მაგრამ მერე, როცა ზაფხული ძალაში შედის, განსაკუთრებით აგვისტოში, და ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება, ეს აბალანსებს გრილ პერიოდს და საერთო ჯამში ზაფხული მაინც ცხელი გამოდის. თუმცა ამ წელს საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ გაცილებით ცხელი და მშრალი ზაფხული გვექნება. თუ მიმდინარე პერიოდსაც გადავავლებთ თვალს, ივნისის დამდეგს შესაძლოა თბილისში არა, მაგრამ თითქმის ყოველდღე სადღაც მაინც წვიმს, მაგრამ ხანმოკლე მცირე ნალექებია.

ასევე დაგაინტერესებთ მიმდინარე ამბები: მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!აიათოლას შაჰი შეცვლის?! - რას მიაღწია ისრაელმა ომის მეოთხე დღეს და რა „სიურპრიზს“ უნდა ელოდოს ის ირანისგან"სამი გაბრაზებული მოხუცი, რომლებმაც შეიძლება მსოფლიო დაღუპონ" - The Guardian- გრძელვადიანი პროგნოზი როგორ დგება?

- სეზონის პროგნოზის გაკეთებისას მნიშვნელოვანია ოკეანეებში მიმდინარე პროცესები. მაგალითად, შარშან აქტიური­ იყო ე.წ. ელ-ნინიოს ინდექსი (წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს), ახლა კი ელ-ნინიოს ინდექსი უკვე ნეიტრალურ ფაზაში გადავიდა, აღარ არის ისეთი აქტიური, სამაგიეროდ, ატლანტის ოკეანის ზედაპირის ტემპერატურაა საკმაოდ მაღალი. სინოპტიკური პროცესები, რაც ზაფხულისთვის იქნება დამახასიათებელი, იმის შედეგადაა­ მოსალოდნელი, რომ სკანდინავიის ანტიციკლონი უფრო მეტად დაბლოკილი იქნება, რაც ცივი ჰაერის მასების ქვემოთ ჩამოსვლას საშუალებას არ მისცემს. სამხრე­თიდან უფრო მაღალი­ წნევაა და სითბო მოდის, ე.წ. თხემი. ის არ მისცემს საშუალებას ჩრდილოეთიდან­ წამოსული ცივი ჰაერის მასები ქვემოთ, საქართველომდე ჩამოვიდეს, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე რომ მოხვდეს - ანუ ამ ზაფხულში ჩრდი­ლოეთიდან ჰაერის მასების მოქმედება უფრო ნაკლები იქნება. ჩვენთანაც და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ყველგან ცხელ ზაფხულს ელიან.

- რამდენჯერმე ახსენეთ "ნორმაზე მეტი ტემპერატურა". ჩვენი "ნორმა" რამდენია?

- საქართველოსთვის ზაფხულის ტემპერატურა 23-24 გრადუსია დაბლობსა და ბარში, ამასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. იცით, როგორ გამოითვლება საშუალო ტემპერატურა? დღის საშუალო ტემპერატურა არის დღის განმავლობაში დაფიქსირებული მაქსიმუმი და მინიმუმი ტემპერატურების საშუალო არითმეტიკული. თვის საშუალო არის საშუალო ტემპერატურები შეკრებილი და გაყოფილი 30-ზე. ივნისი, ივლისი, აგვისტოს საშუალო ტემპერატურები იკრიბება და მათი საშუალო ტემპერატურა გაყოფილი 3-ზე არის ზაფხულის საშუალო ტემპერატურა.

- რეკორდული დღეები ახსენეთ, ჯერჯერობით რამდენია ჩვენი რეკორდი?

- 40-41 გრადუსი საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და არაერთხელ დაფიქსირებულა თბილისში, მაგრამ ეს რეკორდი არ არის. თბილისის რეკორდია 42-43 გრადუსი. წელს მოიხსნება თუ არა რეკორდი, არ ვიცით, მაგრამ ცხელი დღეები რომ ხშირი იქნება, სავსებით მოსალოდნელია.

- სექტემბრის ბოლოს თუ აგრილდება?

- ბოლო დროს აგვისტო ყველაზე ცხელ პერიოდად ფიქსირდება და ცხელი პერიოდი სექტემბრის დამდეგსაც გადაჰყვება ხოლმე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
რატომ იცვლება ზაფხულის ამინდი წლიდან წლამდე?
რატომ იცვლება ზაფხულის ამინდი წლიდან წლამდე?
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
სიცხე, მეხი და წყალდიდობა - დიდ ბრიტანეთში ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
დიდთოვლობა და წყალდიდობა აფრიკაში - სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა
დიდთოვლობა და წყალდიდობა აფრიკაში - სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა

კილომეტრი
მილი
USD
GEL