Тбилиси

Четверг, 05 Март

9°
Солнечно

Последующие 24 часа

18 Часов
8°
19 Часов
7°
20 Часов
6°
21 Часов
5°
22 Часов
5°

Ветер и давление

Скорость ветра:

35 kph, NW

Давление:

102.10 kpa

Температура:

На ветру:

Влажность:

Видимость:

9°

5°

NW

31 %

35 kph

102.10 kpa

16 km

Официальный курс
05 Мар 06 Мар
1 USD 2.7234 2.7419 0.68%
1 EUR 3.1695 3.1833 0.44%
100 RUB 3.5031 3.4926 -0.3%
ექსტრემალური სიცხე 1 თვით გახანგრძლივდა - მეცნიერების დასკვნა და რეკომენდაციები
ექსტრემალური სიცხე 1 თვით გახანგრძლივდა - მეცნიერების დასკვნა და რეკომენდაციები

2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, დაახლოებით 4 მილიარდ ადამიანს 1 თვით გაუხანგრძლივდა ექსტრემალურად ცხელი სეზონი. მეცნიერებით თქმით, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი გახლდათ კლიმატური ცვლილებები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიური საქმიანობის შედეგად არის პროვოცირებული.

ექსტრემალურმა სიცხემ გამოიწვია სხვადასხვა დაავადების გავრცელება, სიკვდილიანობის გაზრდა, სოფლის მეურნეობის მოსავლის დაკარგვა, ენერგო და ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში ხშირად წყალდიდობები და ციკლონებია, სიცხე, ფაქტობრივად, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ექსტრემალური მოვლენაა,“ — ნათქვამია ანგარიშში.

ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ექსტრემალური სიცხის დღეების რაოდენობა მინიმუმ ორმაგად გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა კლიმატის ცვლილების გარეშე.

ამ მხრივ, კარიბის კუნძულები ყველაზე მეტად დაზარალდა. პუერტო-რიკოში, აშშ-ის ტერიტორიაზე, ექსტრემალური სიცხე გაგრძელდა 161 დღე — კლიმატის ცვლილების გარეშე კი მსგავსი ამინდი მხოლოდ 48 დღე იყო.

რეკომენდაციები სპეციალისტებისგან:

· სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს ადრეული გაფრთხილების სისტემები და შემუშავდეს სიცხის მართვის გეგმა.

· ქალაქებში უნდა დაიგეგმოს გრძელვადიანი სტრატეგიები სიცხის მიმართ მდგრადობისთვის. მაგალითისთვის, მარსელში (საფრანგეთი) დაინერგა ხეების დარგვის ინიციატივა ჩრდილის შესაქმნელად.

· უნდა დაინერგოს: ტემპერატურის მონიტორინგი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტები, სიცხის თავშესაფრები, მშენებლობის ახალი სტანდარტები, სამუშაო პირობების რეგულაცია და სიცხისადმი მდგრადი ურბანული დიზაინი.

ამავდროულად, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ არ დაიწყება ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გამოყენების შემცირება, სიცხის ტალღები გახდება უფრო ხშირი და საშიში, ხოლო დაცვის არსებული ზომები ძალას დაკარგავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა Новости
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?
თოვა და დასავლეთის ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ?
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
რას გვასწავლის მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები?
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
უამინდობით გამოწვეული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება
კოდა-ნინოწმინდის გზაზე უამინდობის გამო გარკვეული შეზღუდვები რჩება

კილომეტრი
მილი
USD
GEL