Суббота, 31 Май
Скорость ветра:
6 kph, S
Давление:
101.40 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
27°
27°
S
36 %
6 kph
101.40 kpa
16 km
30 Май | 31 Май | ||
1 USD | 2.7342 | 2.7334 | -0.03% |
1 EUR | 3.0861 | 3.0969 | 0.35% |
100 RUB | 3.4790 | 3.4746 | -0.13% |
2025 წლის 28 მაისს შვეიცარიაში, ლიოჩენტალის ხეობაში მდებარე ბლატენის ალპური სოფელი მასიური მეწყერის შედეგად მძიმედ დაზიანდა. მეწყერი ბირჩის მყინვარის ნაწილობრივმა ჩამოშლამ გამოიწვია. სოფლის დაახლოებით 90% ყინულის, ტალახისა და ქვების მასით დაიფარა. მაღალია წყალდიდობის წარმოქმნის რისკი.
მოსახლეობა წინასწარ იყო ევაკუირებული, თუმცა ერთი 64 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მას შვეიცარიის არმია და სამაშველო ჯგუფები ეძებენ.
ექსპერტების შეფასებით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი იყო მყინვარის დნობით გამოწვეული სტრუქტურული სისუსტე, რასაც კავშირი აქვს გლობალურ დათბობასთან.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიწყება სოფლის მდგომარეობის შეფასება და აღდგენითი სამუშაოები. ახლობლად მდებარე მყინვარებზე კი გეოლოგიური მონიტორინგი გაძლიერდება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.